მწვანე ალტერნატივა ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შქმერში გაცემული წიაღითსარგებლობის ლიცენზიების შემოწმებას ითხოვს
ადმინისტრაციული საჩივარი
- მომჩივანი : მწვანე ალტერნატივა
- უწყება: წიაღის ეროვნული სააგენტო
დავის არსი:
2021 წლის 1 ნოემბერს მწვანე ალტერნატივამ მიმართა წიაღის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შქმერის ტერიტორიაზე წიაღისეული მოპოვების #10002204 და #10002205 ლიცენზიების მფლობელების მიერ ლიცენზიის პირობებთან და კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის მდგომარეობის შემოწმება.
წიაღის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, „ადგილზე დათვალიერება/შესწავლის შედეგად გამოვლინდა შპს „ტექნოლოჯი 2021“-ს მიერ #10002204 ლიცენზიის პირობების დარღვევები, რაზეც სალიცენზიო პირობების კონტროლის სამსახურის მიერ გატარებულ იქნა შესაბამისი ადმინისტრაციული ზომები, კერძოდ: სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო კომპანიის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ No003417 ოქმი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 573-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, რომელიც 2021 წლის 16 ნოემბრის #22/7805 წერილით განსახილველად გაიგზავნა ონის მაგისტრატ სასამართლოში. რაც შეეხება შპს ,,მნ ნორთი”-ს, კომპანია შემოწმების მომენტისათვის #10002205 ლიცენზიით განსაზღვრული სამთო მინაკუთვნის არც ერთ უბანზე შესწავლით ან სხვა სახის სამუშაოებს არ აწარმოებდა“.
წიაღის ეროვნული სააგენტოს მიმართვის სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 2021 წლის 29 ნოემბერს განხორციელდა ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შქმერის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნედლი მადნის მოპოვების ადგილის შესწავლა დათვალიერება. შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ შპს. ,,ტექნოლოჯი 2021″-ს (ს.კ 405470869) მიერ 540,1 ტონა 23,37%-იანი მანგანუმის მადნის უკანონო მოპოვების შედეგად გარემოსათვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 11 569,11 (თერთმეტიათას ხუთას სამოცდაცხრა ლარი და 11თეთრი) ლარი.
მასალები :
- მწვანე ალტერნატივას საჩივარი
- წიაღის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 9 დეკემბრის წერილი
- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ No003417 ოქმი
- სალიცენზიო პირობების კონტროლის სამსახურის ანგარიში
- წიაღის ეროვნული სააგენტოს წერილი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს
- გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ადმინისტრაციული მიწერილობა, 11.02.2022
- გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აქტი, 29.11.2021
- ლიცენზიანტის ახსნა-განმარტება, 29.11.2021
- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, 24.11.2021
- გარემოსთვის მიყენებული ზიანის გაანგარიშება, 11.01.2022
- გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიმართვა პროკურატურას, 11.01.2022
- ჩატარებული სამუშაოების ამსახველი რუკა