საზოგადოებრივი ორგანიზაციები რიონის ხეობაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან

policia

სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC), საია და მწვანე ალტერნატივა  ეხმაურებიან რიონის ხეობაში გუშინ, 11 აპრილს განვითარებულ მოვლენებს, რამაც უხეშად და დაუსაბუთებლად შეზღუდა ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. ამასთან, მივიჩნევთ, რომ უკანასკნელ დღეებში ხელისუფლების მიერ გატარებულმა საპოლიციო მოქმედებმა განსაკუთრებულად მძიმე და უფლებაშემლახავი ფორმები მიიღო, რაც დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა შეწყდეს და ხელისუფლების მოქმედებები …

»»»

ნამახვანჰესის საკითხზე მომუშავე ორგანიზაციები კომპანიისა და სახელმწიფოს მხრიდან ცილისმწამებლურ კამპანიას ეხმიანებიან

IMG_8174

სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC), მწვანე ალტერნატივა და საია, შეშფოთებას გამოვთქვამთ, რომ ნამახვანი ჰესის პროექტის განხორციელებისას ჩადენილი ფუნდამენტური კანონდარღვევების, ადამიანის უფლებების უხეში შელახვის, სახელმწიფო ინტერესების დათმობით დადებული ხელშეკრულების, გაუმჭვირვალობისა და ინსტიტუციური ჩავარდნების შესახებ ჩვენ მიერ გაჟღერებული კრიტიკის საპასუხოდ ხელისუფლება უარს ამბობს დიალოგის პროცესზე და აგრძელებს ადგილობრივების შეკრების, გარემოს დაცვის, საჯარო სივრცით სარგებლობის, გამოხატვის თავისუფლებისა და …

»»»

ეკონომიკის მინისტრი ფაქტებით მანიპულირებს

abra GA

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გაავრცელა მინისტრ ნათია თურნავას განცხადება, სადაც წერია, რომ  "ის მიზეზი, რაც იწვევდა მათ [აქციის მონაწილეთა] გულწრფელ შეკითხვებს და წუხილს „ნამახვანი ჰესის" უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, პრაქტიკულად მოხსნილია. კომპანიასთან შეთანხმებით, კაშხლის მშენებლობა გადაიდო და ის არ დაიწყება უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში, ვიდრე ყველა კითხვას არ გაეცემა პასუხი. კომპანია, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში დღეს ახორციელებს საგზაო სამუშაოებს“. ეკონომიკისა და მდგრადი …

»»»

დაუყოვნებლივ დატოვოს პოლიციამ რიონის ხეობა და შეწყდეს ნამახვანი ჰესის სამშენებლო სამუშაოები

Rioni River Lechkhumi_Namakhvani HPP

ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმაურებით რიონის ხეობაში დღეს განვითარებულ მოვლენებს და დაუშვებლად მივიჩნევთ საპოლიციო ძალების მობილიზების ფონზე, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევით და მოსახლეობის მოთხოვნების უგულებელყოფით, ნამახვანი ჰესის სამშენებლო სამუშაოების განახლებას. ამ დროისთვის, რიონის ხეობაში მობილიზებულია დიდი რაოდენობით საპოლიციო ძალა. კომპანია “ენკამ” განაახლა ჰესის მოსამზადებელი სამშენებლო სამუშაოები. პოლიციამ პროტესტის ადგილამდე მისასვლელი გზა ორივე მხრიდან გადაკეტა, რის გამოც შეუძლებელი …

»»»