მწვანე ალტერნატივა ნამახვანის ჰესების კასკადის კანონდარღვევით მშენებლობის აღკვეთას ითხოვს

მომჩივანი: მწვანე ალტერნატივა უწყება: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო დავის არსი: 2020 წლის 5 ოქტომბერს მწვანე ალტერნატივამ საჩივრით მიმართა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინიტრს და ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების კანონიერების შესწავლა მოითხოვა. მწვანე ალტერნატივა გამოთქვამდა ეჭვს, რომ კომპანიას დაწყებული ჰქონდა სამშენებლო სამუშაოები, რომელთა განხორციელების უფლება არ ჰქონდა პროექტზე გაცემული …

»»»

მწვანე ალტერნატივა საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნისათვის ხელმოწერის საჭიროებას არ ეთანხმება

მომჩივანი: მწვანე ალტერნატივა უწყება: ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური დავის არსი: მწვანე ალტერნატივა შეეცადა ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ვებ-გვერდიდან მოეპოვებინა შპს ჯორჯიან მანგანეზის ფინანსური და მმართველობითი ანგარიშგების ამსახველი დოკუმენტები, მაგრამ, ეს ინფორმაცია სამსახურის ვებ-გვერდზე არ აღმოჩნდა. შპს ჯორჯიან მანგანეზის ანგარიშები სამსახურის ვებ-გვერდზე უნდა იყოს საჯაროდ ხელმისაწვდომი, მაგრამ ვინაიდან, სამსახურის ვებ-გვერდი …

»»»

მწვანე ალტერნატივა აბასთუმნის შემოსავლელი გზის პროექტზე გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს

დავა საქალაქო სასამართლოში მოსარჩელე: მწვანე ალტერნატივა მოპასუხე: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მესამე პირი: სსიპ საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოსამართლე: მანუჩარ ცაცუა საქმე : N3/6912-20 (330310020004061034) დავის არსი: 2020 წლის 24 მარტს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განსახილველად წარუდგინა აბასთუმნის შემოსავლელი საავტომობილო გზის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) …

»»»

მწვანე ალტერნატივა ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე მერიის უკანონო საქმიანობის აღკვეთას ითხოვს

2020 წლის 17 ოქტომბერს მწვანე ალტერნატივამ საჩივრით მიმართა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ლევან დავითაშვილს და ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე პარკის მოწყობისათვის სამუშაოების კანონდარღვევით მიმდინარეობის აღსაკვეთად ზომების მიღება მოსთხოვა.  2020 წლის 6 ოქტომბერს, თბილისის მერმა საზოგადოებას აცნობა, რომ ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე, 36 ჰექტარის ფართობზე, ცენტრალური პარკი მოეწყობა. მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ნათელია, რომ მნიშვნელოვნად …

»»»

მწვანე ალტერნატივა შპს „არ ემ ჯი აურამაინის“ უკანონოდ აშენებული სალექარის პროექტზე გარემოსდაცვითი გადაწყვტილების გაცემის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობას ითხოვს

დავა საქალაქო სასამართლოში მოსარჩელე: მწვანე ალტერნატივა მოპასუხე: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და საქართველოს მთავრობა მესამე პირი: შპს არემჯი აურამაინი მოსამართლე: ვალერიანე ფილიშვილი საქმე №3/6522-20 (330310020004014467) დავის არსი: 2019 წლის 21 მარტს შპს არემჯი აურამაინის გენერალურმა დირექტორმა მიმართა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და აცნობა, რომ კომპანიას დაგეგმილი აქვს ბექთაქარის ოქრო-პოლიმეტალური …

»»»

მწვანე ალტერნატივა სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების გარეშე აბასთუმნის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცების ფაქტზე რეაგირებას ითხოვს

2018 წლის 1 იანვარს ამოქმედებული გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მე-20 მუხლის თანახმად, სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ჩატარება სავალდებულოა იმ სტრატეგიული დოკუმენტისთვის, რომლებითაც დგინდება სამომავლო განვითარების ჩარჩო დაგეგმარებისა და სივრცითი მოწყობის სექტორებში. კოდექსის 28-ე მუხლის თანახმად, „სტრატეგიული დოკუმენტი შეიძლება მიღებულ/დამტკიცებულ იქნეს მხოლოდ სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სგშ-ის ანგარიშთან და …

»»»

მწვანე ალტერნატივა ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის ნებართვის გაცემისათვის ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების მასალებს ითხოვს

მწვანე ალტერნატივამ  წერილით მიმართა სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს და მოითხოვა „შპს ,,ენკა რინიუებლზის“ მდ. რიონზე ორსაფეხურიანი ჰესების კასკადის (ტვიში ჰესი 100 მგვტ დადგმული სიმძლავრით და ნამახვანი-ჟონეთი ჰესი – 333 მგვტ დადგმული სიმძლავრით) მშენებლობის ნებართვისა და ნებართვის გაცემისათვის სააგენტოში ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების სრული დოკუმენტაციის ასლი. ამ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხად სსიპ ტექნიკური და სამშენებლო …

»»»

მწვანე ალტერნატივა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2017-2018 წლების კორესპონდენციის რეესტრს გადმოცემას ითხოვს

მწვანე ალტერნატივამ  წერილით მიმართა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მოითხოვა 2017 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 1 იანვრამდე სამინისტროში შემოსული და სამინისტროდან გასული კორესპონდენციის რეესტრი. ამ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მწვანე ალტერნატივას აცნობა, რომ 2017-2018 წელს სამინისტროში შემოსული და გასული კორესპონდენციის შესახებ სრული ინფორმაცია დაცულია საქართველოს იუსტიციის …

»»»

მწვანე ალტერნატივა ონის ჰესების კასკადის მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს

დავა საქალაქო სასამართლოში მოსარჩელე: მწვანე ალტერნატივა მოპასუხე: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მესამე პირი: სს „ონის კასკადი“ მოსამართლე: მერი გულუაშვილი დავის არსი: 2020 წლის 17 მარტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება „ონის მუნიციპალიტეტში, მდინარე რიონზე, სს ,,ონი კასკადის“ 206.1 მგვტ სიმძლავრის „ონის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის“ (ონი 1 ჰესი -122 .4 მგვტ; …

»»»

მწვანე ალტერნატივა წიაღით სარგებლობის 100 ლიცენზიის გაყიდვის გეგმის დამტკიცების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობას ითხოვს

დავა საქალაქო სასამართლოში მოსარჩელე: მწვანე ალტერნატივა მოპასუხე: სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტო და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მოსამართლე: მერი გულუაშვილი დავის არსი: 2020 წლის 11 თებერვალს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა და წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსმა საზოგადოებას აცნობეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიების მასშტაბური პროგრამის დაწყების შესახებ. პროგრამის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შეირჩა და აუქციონზე განთავსდა, …

»»»

Page 1 of 1012345...10...Last »