საზოგადოებრივი ორგანიზაციები რიონის ხეობაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან

policia

სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC), საია და მწვანე ალტერნატივა  ეხმაურებიან რიონის ხეობაში გუშინ, 11 აპრილს განვითარებულ მოვლენებს, რამაც უხეშად და დაუსაბუთებლად შეზღუდა ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. ამასთან, მივიჩნევთ, რომ უკანასკნელ დღეებში ხელისუფლების მიერ გატარებულმა საპოლიციო მოქმედებმა განსაკუთრებულად მძიმე და უფლებაშემლახავი ფორმები მიიღო, რაც დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა შეწყდეს და ხელისუფლების მოქმედებები …

»»»

ნამახვანჰესის საკითხზე მომუშავე ორგანიზაციები კომპანიისა და სახელმწიფოს მხრიდან ცილისმწამებლურ კამპანიას ეხმიანებიან

IMG_8174

სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC), მწვანე ალტერნატივა და საია, შეშფოთებას გამოვთქვამთ, რომ ნამახვანი ჰესის პროექტის განხორციელებისას ჩადენილი ფუნდამენტური კანონდარღვევების, ადამიანის უფლებების უხეში შელახვის, სახელმწიფო ინტერესების დათმობით დადებული ხელშეკრულების, გაუმჭვირვალობისა და ინსტიტუციური ჩავარდნების შესახებ ჩვენ მიერ გაჟღერებული კრიტიკის საპასუხოდ ხელისუფლება უარს ამბობს დიალოგის პროცესზე და აგრძელებს ადგილობრივების შეკრების, გარემოს დაცვის, საჯარო სივრცით სარგებლობის, გამოხატვის თავისუფლებისა და …

»»»

ეკონომიკის მინისტრი ფაქტებით მანიპულირებს

abra GA

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გაავრცელა მინისტრ ნათია თურნავას განცხადება, სადაც წერია, რომ  "ის მიზეზი, რაც იწვევდა მათ [აქციის მონაწილეთა] გულწრფელ შეკითხვებს და წუხილს „ნამახვანი ჰესის" უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, პრაქტიკულად მოხსნილია. კომპანიასთან შეთანხმებით, კაშხლის მშენებლობა გადაიდო და ის არ დაიწყება უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში, ვიდრე ყველა კითხვას არ გაეცემა პასუხი. კომპანია, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში დღეს ახორციელებს საგზაო სამუშაოებს“. ეკონომიკისა და მდგრადი …

»»»

დაუყოვნებლივ დატოვოს პოლიციამ რიონის ხეობა და შეწყდეს ნამახვანი ჰესის სამშენებლო სამუშაოები

Rioni River Lechkhumi_Namakhvani HPP

ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმაურებით რიონის ხეობაში დღეს განვითარებულ მოვლენებს და დაუშვებლად მივიჩნევთ საპოლიციო ძალების მობილიზების ფონზე, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევით და მოსახლეობის მოთხოვნების უგულებელყოფით, ნამახვანი ჰესის სამშენებლო სამუშაოების განახლებას. ამ დროისთვის, რიონის ხეობაში მობილიზებულია დიდი რაოდენობით საპოლიციო ძალა. კომპანია “ენკამ” განაახლა ჰესის მოსამზადებელი სამშენებლო სამუშაოები. პოლიციამ პროტესტის ადგილამდე მისასვლელი გზა ორივე მხრიდან გადაკეტა, რის გამოც შეუძლებელი …

»»»

დაუყოვნებლივ შეჩერდეს ბულვარში სასტუმროს მშენებლობა

abra GA

საზოგადოებრივი ორგანიზაციები და სამოქალაქო მოძრაობები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან ბათუმის ბულვარში 19-სართულიანი სასტუმროს კომპლექსის მშენებლობის დაუყოვნებლივ შეჩერებას მოითხოვენ. ბათუმის ბულვარში, რომელსაც საბაღე-საპარკე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, კომპანია “ამბასადორ ბათუმზე” 19-სართულიანი (3 მიწისქვეშა სართული) სასტუმროს მშენებლობის ნებართვა 21 იანვარს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ, კულტურული მემკვიდრეობის კანონმდებლობისა და ბულვარის მიმართ საჯარო …

»»»

ნამახვან ჰესების კასკადის მშენებლობა კანონის დარღვევით მიმდინარეობს

lechkhumi

„მწვანე ალტერნატივას“ მიერ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან გამოთხოვილი დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ნამახვანის ჰესების კასკადის საპროექტო ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები უკანონოა. კერძოდ, გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის 2020 წლის ოქტომბერს ჩატარებული  შემოწმებით დადგინდა   „ენკა რინიუებლზმა“ ისე დაიწყო ჰესის სამშენებლო სამუშაოები, რომ არ ჰქონდა შესრულებული  სამინისტროს მიერ 2020 წლის თებერვალში გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების არაერთი პირობა. ამ ეტაპზე …

»»»

განცხადება ნამახვანის ჰესის პროექტის საპროტესტო აქციის დაშლისა და სამშენებლო სამუშაოების განახლების შესახებ

ნამოხვანი ხვამლით

განცხადება ნამახვანის ჰესის პროექტის საპროტესტო აქციის დაშლისა და ‘ენკას’ მიერ სამშენებლო სამუშაოების განახლების შესახებ  თითქმის ერთი წლის წინ, 2020 წლის 28 თებერვალს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც 333 მგვტ დადგმული სიმძლავრის ქვედა ნამახვანის ჰესის სახეცვლილ პროექტზე დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება დაამტკიცა. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებისას, სამინისტრომ უხეშად დაარღვია საზოგადოების ინფორმირებისა და მონაწილეობის …

»»»

სემინარი: გარემოზე ზემოქმედების მქონე პროექტებზე გადაწყვეტილების მიღებისას მოქალაქეთა ჩართვის შესაძლებლობების შესახებ

baneri_GA

სემინარი: გარემოზე ზემოქმედების მქონე პროექტებზე გადაწყვეტილების მიღებისას  მოქალაქეთა ჩართვის შესაძლებლობების შესახებ     » გაინტერესებთ, როგორ იღებენ სახელმწიფო უწყებები გადაწყვეტილებებს სამთო-მოპოვებითი, ქიმიური, მეტალურგიული საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო, ენერგეტიკული ან საგზაო ინფრასტრუქტურის და სხვა სახის პროექტების შესახე » რა ხდება მაშინ, თუ ფიქრობთ, რომ პროექტმა შესაძლოა, მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონიოს თქვენზე, თქვენს ოჯახზე, თემზე ანდა ბუნებრივ გარემოზე? » გაინტერესებთ, როგორ შეგიძლიათ თქვენ …

»»»

ხელმომწერი ორგანიზაციები ეხმაურებიან ნამახვანი ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის საპოლიციო ძალის გამოყენებით დაშლას

emc gyla

ხელმომწერი ორგანიზაციები ეხმაურებიან ნამახვანი ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის საპოლიციო ძალის გამოყენებით დაშლას     2020 წლის 14 ნოემბერს, სახელმწიფომ სოფელ ჟონეთში ნამახვანი ჰესების კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ ადგილობრივი მოსახლეობის მიერ გამართული აქცია საპოლიციო ძალის გამოყენებით დაშალა. ადგილობრივი მაცხოვრებლები ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ენერგეტიკული პროექტის წინააღმდეგ ორგანიზდებიან და აპროტესტებენ გარემოზე ჰესის მაღალი ზეგავლენისა და ადგილობრივი მოსახლეობის …

»»»

საზოგადოებასთან კონსულტაციისა და სათანადო შეფასების გარეშე ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე პარკის გაშენება უკანონოა

იპოდრომი

2020 წლის 6 ოქტომბერს, თბილისის მერმა საზოგადოებას აცნობა, რომ ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე, 36 ჰექტარის ფართობზე, ცენტრალური პარკი მოეწყობა. მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ნათელია, რომ მნიშვნელოვნად შეიცვლება არსებული ტერიტორიის ფუნქციური დანიშნულება და ლანდშაფტი, რაც ბუნებრივი მწვანე საფარის შენობებით, ასფალტითა და ბეტონით, ავტოსადგომებით, ძვირადღირებული დეკორატიული მცენარეებით ჩანაცვლების ხარჯზე მოხდება. მერიის გეგმა რადიკალურად განსხვავდება საზოგადოების იმ ნაწილის ხედვისგან, …

»»»

Page 1 of 4112345...102030...Last »