თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის საავტომობილო გზის რეკონსტრუქციის პროექტი

დაგეგმილი საქმიანობა ითვალისწინებს საავტომობილო გზის თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის კმ10-კმ23 მონაკვეთის რეკონსტრუქციას, არსებული გზის მიმართულების შეუცვლელად, მიწის ვაკისის გაგანიერებით, ჰორიზონტალური მრუდეების და გრძივი ქანობების ნორის ფარგლებში მოყვანით, რაც უზრუნველყოფს აღნიშნული გზის მონაკვეთის შეუფერხებელ გამტარუნარიანობას მთელი წლის განმავლობაში. საავტომობილო გზა გაივლის შემდეგ სოფლებს: ტუშურები, ზარიძეები, ფუძნარი ბოდავი. პროექტის მიხედვით დაგეგმილია ორი ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა. საგზაო სამოსის ტიპი არის კაპიტალური, ასფალტბეტონის საფარი. სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 11 960.26 ათას ლარს შეადგენს.

პროექტს ახორციელებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი