მანგანუმის მადნის გამამდიდრებელი საწარმოს პროექტი

პროექტი ითვალისწინებს ჭიათურის მუნიციპალიტეტში, რგანის ხეობაში, მანგანუმის მადნის გამამდიდრებელი საწარმოს მშენებლობას. საქმიანობის მიზანია, სველი გრავიტაციული მეთოდით მანგანუმის მადნის გამდიდრება, რომლის შედეგადაც მიიღება მეტალურგიაში მოხმარებადი მანგანუმის კონცენტრატი. საწარმო ნედლეულად გამოიყენებს ჭიათურის რაიონის ტერიტორიაზე მოპოვებულ მადანს. საწარმო უახლოესი დასახლებული არეალიდან 240 მეტრით არის დაშორებული.

პროექტის განმახორციელებელია შპს „ჰარი“