არა დიდ კაშხლებს - ლიფლეტი

    დიდი კაშხლების პროექტების განხორციელების შედეგად:

    ✔ წყლის ქვეშ აღმოჩნდება ათასობით ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგული და ტყის მასივი;
    ✔ ხშირად იტბორება ისტორიული სოფლები, კულტურული და არქეოლოგიური მემკვიდრეობის ძეგლები; გარდა ამისა, მთიან რეგიონებში ასეთი პროექტების განხორციელებისას, ძლიერდება სოფლების დაცლის რისკი;
    ✔ ათასობით ადამიანს იძულებით უწევს საკუთარი მიწა-წყლის დატოვება ადექვატური კომპენსაციის გარეშე;
    ✔ ნადგურდება ფლორისა და ფაუნის უმნიშვნელოვანესი სახეობები, მცირდება ბიოლოგიური და ლანდშაფტური მრავალფეროვნება;
    ✔ შეუქცევადი ზიანი ადგება შავი ზღვის სანაპირო ზოლს, იმ შემთხვევაში, თუ მდინარეები ჩაედინება შავ ზღვაში;
    ✔ იცვლება მიკროკლიმატი, რაც უარყოფით ზეგავლენას ახდენს სოფლის მეურნეობასა და ტურისტულ გარემოზე;
    ✔ არარაციონალურად გამოიყენება საქართველოს ბუნებრივი რესურსები – ინვესტორებს ათასობით ჰექტარი ფართობის სასოფლო-სამეურნეო სავარგული და ტყის მასივი გადაეცემათ სიმბოლურ 1 აშშ დოლარად;
    ✔ ელექტროენერგიის მოხმარების ტარიფი არ მცირდება;
    ✔ არ უწყობს ხელს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას და სიღარიბის დაძლევას რეგიონებში; როგორც წესი, ადგილობრივი მოსახლეობა ასრულებს დაბალკვალიფიციურ, მცირეანაზღურებად და დროებით სამუშაოს. 
    ✔ განუსაზღვრელი დროით ავადებს განახლებადი ენერგო-პროექტების (მცირე ჰესები, ქარი, მზე და სხვა) განხორციელებას საქართველოში.