ასოციაცია მწვანე ალტერნატივას შენიშვნები საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს 2005-2008 წლის ენერგოსექტორის სტრატეგიულ სამოქმედო გეგმაზე
სამწუხაროდ, როგორც საქართველოს ენერგოსექტორის პოლიტიკას ასევე 2005-2006 წლის სამოქმედო გეგმა უგულვებელყოფს მდგრადი ენერგეტიკის განვითარებას. მართალია, ბოლო დროს მთავრობა მეტად ყურადღებას უთმობს ენერგოუსაფრთხოების კონცეფციას, მაგრამ აქაც ძირითადი ყურადღება გადატანილია ძირითადად მოწოდების დივერსიფიკაციასა და საკუთარი
რესურსების ათვისების ხელშეწყობას. სამწუხაროდ ახლაც მინიმალური ყურადღება ექცევა იმავე ენერგოუსაფრთხოების ისეთ სხვა მნიშვნელოვან ასპექტებს, როგორიცაა რესურსების დივერსიფიკაციას, განახლებადი ენერგორესურსების ათვისებასა და ენერგოეფექტურობას, როგორც მიმწოდებელ ასევე სამომხმრებელო მხარეს.
დღესდღეისობით, საქართველოს ენერგეტიკის სექტორში შექმნილი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად დაგეგმილია ელექტროენერგეტიკული და ბუნებრივი გაზის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, ელექტროენერგიის გენერაციისა და ტრანსპორტირების გაუმჯობესება და ენერგიის დანაკარგების შემცირება. თუმცა საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული ენერგეტიკის სტრატეგიული განვითარების გეგმა, მხოლოდ ნაწილობრივი ოპტიმიზმის იმედს სახავს, რადგანაც მასში მხოლოდ ელექტროენეგეტიკასა და გაზის ქვესექტორებზეა საუბარი და ზედაპირულადაა ნახსენები განახლებადი ენერგორესურსების პოტენციალი. შესაბამისად, აღნიშნული სტრატეგია საკმაოდ შორს დგას მდგარდი განვითარების სტრატეგიისაგან.