მწვანე ალტერნატივას შენიშვნები და რეკომენდაციები „კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრისა“(RECC) და კომპანია გრინტექსის მიერ 2015 წლის 27 ივლისს საზოგადოებრივი განხილვისთვის გავრცელებული მდ. ჭოროხი-აჭარისწყლის სააუზო მართვის გეგმის სამუშაო ვერსიის თაობაზე

ა.წ. 27 ივლისს საზოგადოებრივი განხილვისთვის გამოქვეყნდა „კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის“(RECC) და კომპანია გრინტექსის მიერ მომზადებული მდ. ჭოროხი-აჭარისწყლის სააუზო მართვის გეგმის სამუშაო ვერსია, რომელიც დაფინანსდა ევროკავშირის პროექტის  „საერთაშორიო მდინარეების აუზების გარემოს დაცვა“(EPIRBP) ფარგლებში.

აღნიშნული გეგმის გრძელვადიან მიზანს წარმოადგენს მდინარე ჭოროხი-აჭარისწყლის აუზის ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების დაცვა იმ რისკებისაგან, რომლებიც საფრთხეს უქმნის მათ ეკოლოგიურ სტატუსს ეკოლოგიური, ბიოლოგიური, ზოგადი ფიზიკო-ქიმიური და ჰიდრომორფოლოგიური მახასიათებლების ჩათვლით.