კომენტარები და შენიშვნები დოკუმენტზე “საქართველო: ენერგოსექტორის განვითარების გარემოზე ზემოქმედების სტრატეგიული შეფასება”
“საქართველო: ენერგოსექტორის განვითარების გარემოზე ზემოქმედების სტრატეგიული შეფასება” ძალზე მნიშვნელოვან დოკუმენტს წარმოადგენს და ამდენად უპრიანი იქნებოდა, საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველყოფის პერიოდი გაზრდილიყო 120 დღემდე და მოწყობილიყო რამოდენიმე საზოგადოებრივი განხილვა, იმ საერთაშორისო დონორებთან კოორდინაციაში, რომლებიც დღეს ინტენსიურად არიან ჩართული საქართველოს ენერგოსექტორის განვითარებაში. ყოველივე ეს საშუალებას მოგვცემს თავიდან ავიცილოთ გარემოსდაცვითი და სოციალური თვალსაზრისით მიუღებელი პროექტების განვითარებით
გამოწვეული ზედმეტი დანახარჯები.