მწვანე ალტერნატივას კომენტარები თბილისის სატრანსპორტო გეგმის თაობაზე

თბილისის სატრანსპორტო/მდგრადი ურბანული მობილობის გეგმის სამუშაო ვერსია მნიშვნელოვანი დოკუმენტია დედაქალაქში მობილობის უფრო მდგრად რელსებზე გადასაყვანად. აღსანიშნავია, რომ თავად დოკუმენტის მიერ დასახული მიზნები და შერჩეული გადაწყვეტის გზები, სათანადო ძალისხმევით, განხორციელებადი და მიღწევადი ჩანს, რაც დღეს ქალაქში არსებული ურბანული მობილობის პრობლემების გადაჭრის ეფექტურ საფუძველს ქმნის.

კომენტარები მომზადებულია დოკუმენტის მოკლე პრეზენტაციის მიხედვით. აღნიშნული, რა თქმა უნდა, ზღუდავს ჩვენს შესაძლებლობას სრულყოფილად წარმოვადგინოთ შეხედულებები დოკუმენტის სამუშაო ვერსიაზე. ქვემოთ მოცემული კომენტარები, ძირითადად, მიემართება არა პრეზენტაციაში/დოკუმენტში აღწერილ ღონისძიებებს, არამედ იმ საკითხებს, რომლებიც მისი ყურადღების მიღმა დარჩა.