ქსანი-სტეფანწმინდას 500კვ ეგხ-ს II მონაკვეთის მშენებლობის ნებართვის გაცემის მიზნით მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების მასალები 2016 წლის 28 დეკემბრის მდგომარეობით

    შპს „ენერგოტრანსის“ 500კვ-იანი ძაბვის ქსანი-სტეფანწმინდა ელექტროგადამცემი ხაზის II მონაკვეთის მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის ჩატარებული სრული ადმინისტრაციული წარმოების მასალების მოთხოვნის (2016 წლის 22 დეკემბრის N04/06-196 წერილი) პასუხად, სსიპ – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ მოწოდებული (2016 წლის 28 დეკემბრის #09/2527 წერილი) დოკუმენტები:

    შპს „ენერგოტრანსი“-ს დირექტორის 2016 წლის 1 ნოემბრის #635 წერილით სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოში ნებართვის მოპოვების მიზნით წარდგენილი დოკუმენტები:

    1. საექსპერტო დასკვნა 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზი ქსანი-სტეფანწმინდას პროექტის ტექნოლოგიურ ნაწილზე;
    2. საექსპერტო დასკვნა 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზი ქსანი-სტეფანწმინდას პროექტის მშენებლობის საინჟინრო-გეოლოგიური       დასკვნის შედეგებზე;
    3. საექსპერტო დასკვნა 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზი ქსანი-სტეფანწმინდას პროექტის მშენებლობის ფუძე-საძირკველების და მზიდი კონსტრუქციული ნაწილების საპროექტო დოკუმენტაციაზე;
    4. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 27 მაისის ბრძანება #ი-260 შპს „ენერგოტრანსი“-ს 500 კვ ძაბვის ქსანი-სტეფანწმინდას ელექტროგადამცემი ხაზის განთავსებაზე ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის დამტკიცების შესახებ;
    5. პროექტის კონსტრუქციული და ტექნოლოგიური სქემები;
    6. თავფურცელი ობიექტის დასახელებით და ადგილმდებარეობის მითითებით;
    7. განმარტებითი ბარათი;
    8. ქსანი-სტეფანწმინდის შემაერთებელი 500 კვ. ელ.გადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტი;
    9. სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2016 წლის 07 ოქტომბრის #179-04 ბრძანება