მდგრადი ენერგეტიკის განვითარების წინაპირობები საქართველოში

საქართველოს ენერგო-სექტორის პოტენციალის ანალიზი გვიჩვენებს, რომ ქვეყანას აქვს საკმაოდ დიდი რესურსები მდგრადი ენერგეტიკული სისტემის ჩამოყალიბებისთვის. საქართველოს გააჩნია ჰიდრო, ქარის, ბიომასის, გეოთერმული და მზის ენერგიის საკმაოდ დიდი რესურსები. მიუხედავად უკანასკნელ წლებში მიღწეული პროგრესისა, დღეისათვის ენერგოსექტორის მდგომარეობა კვლავაც არასტაბილურია. ეს განპირობებულია, არასრულყოფილი საკანონმდებლო ბაზითა და ენერგეტიკული პოლიტიკით, რომლის გრძელვადიან მიზანსაც არ წარმოადგენს მდგრადი ენერგეტიკული სისტემის ჩამოყალიბება.