მწვანე ალტერნატივას შენიშვნები მდინარე აჭარისწყალზე შუახევი ჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის გზშ ანგარიშის თაობაზე

    ორვეგიული კომპანია „ქლინ ენერჯი ინვესტის“ (Clean Energy Invest, CEI)  შვილობილი კომპანია შპს „აჭარისწყალი ჯორჯია“ (Adjaristsqali Georgia LLC, AGL) გეგმავს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მდ. აჭარისწყალზე სამსაფეხურიანი ჰესების კასკადის მოწყობას, რომლის შემადგენლობაშიც შედის შუახევი ჰესი (185 მგვტ), კორომხეთი ჰესი (150 მგვტ) და ხერთვისი ჰესი (65 მგვტ). წარმოდგენილი სქემიდან კომპანიამ მოამზადა შუახევი ჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში და მიმდინარე წლის 10 ივნისს წარუდგინა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დადებითი ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მისაღებად.

    მწვანე ალტერნატივამ მომზადა შენიშვნები მდ. აჭარისწყალზე შუახევი ჰესის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშზე, ასევე, ანგარიშს თანდართულ „ბიომრავალფეროვნების მართვის გეგმასა“ და „ტექნიკურ რეზიუმეზე“.