საქართველოს სატრანზიტო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და მისი განვითარების გარემოსდაცვითი და სოციალური ასპექტები

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება მნიშვნელოვანია ურბანული მობილურობის უზრუნველსაყოფად. ეფექტური სატრანსპორტო სისტემის განვითარების შედეგად, მცირდება მოქალაქეების მიერ კერძო მანქანების მოხმარება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენების ხარჯზე, რაც თავის მხრივ, ამცირებს გამონაბოლქვს ქალაქში. ავტომანქანების ტექნიკური დათვალიერებისა და ქალაქის სხვადასხვა უბნებში (მაგ., ქალაქის ცენტრში) კერძო ტრანსპორტის შეზღუდვისკენ მიმართული პოლიტიკა, ასევე საწვავის გაუმჯობესებული მოხმარების ინიციატივები, ეფექტურად ამცირებს გამონაბოლქვს, მობილურობის შეუზღუდავად.