საქართველოს წყლის ინფრასტრუქტურა - პრობლემები და პერსპექტივა

მოსახლეობის ხარისხიანი სასმელი წყლით უზრუნველყოფა ყველა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული პრობლემაა, რომლის გაუტარებლობა გლობალურად კაცობრიობის და კონკრეტულად ადამიანის განვითარების მრავალ უარყოფით შედეგსა და ზიანში ვლინდება. 

საქართველოში დღეისათვის წყლის რესურსების მართვა ხორციელდება ადმინისტრაციული პრინციპის საფუძველზე. წყლის მართვის სფეროში თავიანთი კომპეტენციის მიხედვით ჩართული სხვა სახელმწიფო ორგანოები არიან: ეკონომიკის განვითარების სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, აგრეთვე თვითმმართველობის ადგილობრივი ორგანოები.