„მწვანე ალტერნატივამ“ საჩივრით მიმართა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს
2010 წლის 4 ნოემბერს „მწვანე ალტერნატივამ“ საჩივრით მიმართა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს, სადაც არასამთავრობო ორგანიზაცია ითხოვს, გამოკვლეულ იქნეს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისა და ქარტიის წესდების დარღვევის ფაქტი.
საქმე ეხება 2010 წლის 2 და 3 ნოემბერს სამ მედია საშუალებაში (გაზეთი „24 საათი“, ახალი ამბების სააგენტო „ჯიეიჩენი“ და ინტერნეტ-გაზეთი „კახეთის საინფორმაციო ცენტრი“) გამოქვეყნებულ იდენტური შინაარსის მქონე სტატიას, სადაც ინფორმაციის წყაროდ „მწვანე ალტერნატივა“ სახელდება.
2010 წლის 5 ნოემბერს „მწვანე ალტერნატივამ“ კიდევ ერთი საჩივრით მიმართა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს, სადაც ორგანიზაცია ითხოვს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისა და ქარტიის წესდების დარღვევის სხვა შემთხვევის გამოკვლევას. ამ შემთხვევაში, საქმე ეხება გაზეთში „რეზონანსი“ გამოქვეყნებულ სტატიას, სადაც ინფორმაციის ერთ-ერთ წყაროდ კვლავ „მწვანე ალტერნატივა“ სახელდება.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია: http://mediasabcho.blogspot.com/