მწვანე ალტერნატივას მიმართვა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს ხათუნა გოგალაძეს
მწვანე ალტერნატივას მიმართვა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს ხათუნა გოგალაძეს
გარემოსა და ადამიანთა ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე დაგეგმილი პროექტების შესახებ საზოგადოების ინფორმირების მექანიზმის გაუმართაობის და ამის გამოსასწორებლად უმოკლეს ვადაში ზომების გატარების აუცილებლობის თაობაზე
21 იანვარი, 2014
მოგეხსენებათ, რომ საქართველოში ბოლო წლებში ჩამოყალიბებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების სისტემა საზოგადოებას არ აძლევს შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღოს „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საქმიანობებზე ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის/გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში (რითიც საქართველოს მიერ აღებული არაერთი საერთაშორისო ვალდებულება ირღვევა).