მწვანე ალტერნატივას შენიშვნები საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის პროექტის თაობაზე
2008 წლის 18 აპრილს საქართველოს მთავრობამ მიიღო N107 დადგენილება, რომლითაც დაამტკიცა სახელმწიფო პროგრამა „განახლებადი ენერგია 2008“. ამ დადგენილების საფუძველზე 2008 წლის 23 აპრილს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა გამოსცა ბრძანება, რომლითაც დამტკიცდა პოტენციური ჰესების ნუსხა და გამოცხადდა „ინტერესთა გამოხატვა“ ჰესების მშენებლობის მიზნით. ეს ნუსხა დაახლოებით 30-ჯერ შეიცვალა. მას ან ემატებოდა ახალი ჰესები, ან აკლდებოდა, ან იცვლებოდა ნუსხაში არსებული ჰესების სიმძლავრე.
დღეისათვის საქართველოს მთავრობასა და ქართულ თუ უცხოურ კომპანიებს შორის დადებულია 40-ზე მეტი ურთიერთგაგების მემორანდუმი ან/და შეთანხმება მცირე, საშუალო და დიდი ჰესების მშენებლობის თაობაზე. ზოგიერთის მშენებლობა უკვე დაწყებულია, უმეტესობა კი, დაგეგმვის სხვადასხვა ეტაპზეა. თითქოს ამაში ცუდი რა უნდა იყოს – თუ არის რესურსი, ის უნდა გამოიყენო. მაგრამ პრობლემას ქმნის შემდეგი გარემოება: მდინარე, რომელიც ცოცხალი ორგანიზმია და უამრავ ეკოსისტემურ სერვისს ასრულებს, განხილულია, როგორც მხოლოდ „ენერგეტიკული რესურსი,“ ტურბინის მამოძრავებელი საშუალება. იმისათვის რომ ჩვენმა არცთუ დიდმა მდინარეებმა რაც შეიძლება მეტი დენის გამომუშავება შესძლონ, ხელოვნურად, ეკოლოგიური მოთხოვნების უგულებელყოფის ხარჯზე, გაზრდილია პოტენციური ჰესების სიმძლავრე. იხილეთ ვრცლად