???????????????????????????????

სტიქიური მოვლენების წარმოშობის მიზეზებიდან, გარდა ბუნებრივი ფაქტორებისა (დიდი რაოდენობით ნალექი, მეწყერი, ღვარცოფი და ა.შ.) სათანადო გამოკვლებას საჭიროებს შემდეგი ანთროპოგენული ფაქტორები: ბეთანია-სამადლოს და წყნეთი-ახალდაბის საავტომობილო გზებისა და მაღალი გადამცემი ხაზის ფუნქციონირებისათვის გაკეთებული გზების ზეგავლენა; თბილისი-კოჯორი-წალკის საავტომობილო გზასთან ბოლო წლებში ტყის გაჩეხვის ხარჯზე მოწყობილი არსებული სათხილამურო ტრასა  და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ობიექტი; ვერისა და მისი შენაკადების აუზში არსებული ტყის ძლიერი დეგრადაცია, ტყის მარეგულირებელი ფუნცქიების დასუსტება; 3-4 ივნისის მომხდარი წყალდიდობა, რომლის შედეგად შესაძლებელია, შეასუსტდა მდინარე ვერეზე არსებული გვირაბებისა და ხიდების გამტარუნარიანობა.

სტიქიური მოვლენის შედეგად გამოწვეული ტრაგიკული შედეგებზე ვარაზისხევი-თამარაშვილის შემაერთებელი ავტომაგისტრალის ზეგავლენის შეფასებისას ყურადღება უნდა გამახვილდეს შემდეგ გარემოებზე: მდინარე ვერეს ჭალის სტრუქტურის შეცვლა და ჭალის ტყის განადგურება – მდინარის ჭალის ტერასა ფიზიკურად დაკავებულია (შევსებულია) საავტომობილო მაგისტრალით, რის გამოც მდინარის წყალმა უფრო დიდ ფართობზე დატბორა მზიურისა და ზოოპარკის ტერიტორია; გვირაბების გამტარუნარიანობის შეფასებისას მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ მის დიამეტრს, არამედ იმასაც, რომ 1930-იან და 1950-იან წლებში აშენებული გვირაბები მნიშვნელოვნად დაგრძელდა 2009-10 წლებში; 2009-10 წლებში ავტომაგისტალის შუა ნაწილში  მოწყობილი გვირაბები მდებარეობენ  მდინარის მოხვევის ადგილებში, რამაც გადამწყვეტი როლი ითამაშა ხე-ტყითა და მყარი მასალით გაჯერებული წყლის შეკავებაში; გოფრირებული მეტალის გვირაბი არამყარი აღმოჩნდა საბჭოთა პერიოდის გვირაბისგან განსხვავებით, რამაც დამატებით შექმნა გამტარობის პრობლემა.

სტიქიის ტრაგიკული შედეგების გასაანალიზებლად მნიშვნელოვანია გამოკვლეული იქნას, რამდენად ეფექტურად და კოორდინირებულად მოქმედებდნენ საჯარო სამსახურები (მათ შორის სამაშველო და სტიქიის სალიკვიდაციო ოპერაციების და ზოოპარკის ცხოველებთან დაკავშირებით განხორციელებული ქმედებების დროს). ამ საკითხებზე ობიექტური პასუხების არსებობა ძალზე მნიშვნელოვანია მომავალში განსახორციელებელი ქმედებებთან დაკავშირებით ინფორმირებული გადაწყვეტილებების მისაღებად. იხილეთ ვრცლად