არასამთვრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას მოუწოდებენ შექმნას დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო

baneri_GA

5 ივლისს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ასიგნებათა კომიტეტმა გამოაქვეყნა 2021 წლის კანონპროექტი, რომლის ინიცირება სახელმწიფო და საგარეო ოპერაციების და მათთან დაკავშირებული პროგრამების ქვეკომიტეტმა განახორციელა. კანონპროექტში განსაზღვრულია სახელმწიფო დეპარტამენტის პრიორიტეტები 2021 ფისკალური წლისთვის. დოკუმენტში საუბარია საქართველოსთვის განკუთვნილ ფინანსურ დახმარებაზეც $132,025,000-ის ოდენობით. თუმცა, აქვე მითითებულია დაფინანსების შეჩერების საკითხი, რომლის მიხედვით, გამოყოფილი დახმარების 15%-ის შეჩერება შესაძლებელია იქამდე, სანამ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო …

»»»

შრომის რეფორმა საფრთხეშია

123

                                                                                                 ევროკავშირის ელჩს საქართველოში  კარლ ჰარცელს                                                                                 ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს  საქართველოში  კელი დეგნანს   …

»»»

ქართული სამოქალაქო საზოგადოების ღია წერილი Facebook-ს

baneri_GA

მარკ ზაკერბერგს, „ფეისბუქის“ დამფუძნებელს და CEO-ს, ნიკ კლეგს, „ფეისბუქის“ გლობალურ საქმეთა და კომუნიკაციების ვიცე-პრეზიდენტს     ჩვენ – საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, სამოქალაქო აქტივისტებსა და მედიის წარმომადგენლებს გვსურს თქვენი ყურადღება მივაპყროთ საქართველოში დაგეგმილ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე და ამ კონტექსტში პოლიტიკური ინტერესების მქონე ჯგუფებისა და უცხო ქვეყნის აქტორების მიერ „ფეისბუქზე“ დეზინფორმაციისა და კოორდინირებული არაავთენტური ქცევის გამოყენებით თავისუფალი და …

»»»

საია და მწვანე ალტერნატივა „ხელედულა 3 ჰესის“ სკოპინგის დასკვნის ძალადაკარგულად გამოცხადებას დადებითად აფასებენ

baneri_GA

2020 წლის 17 ივნისს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ძალადაკარგულად გამოაცხადა მისივე ბრძანება რომლითაც ლენტეხში ხელედულა-3 ჰესის მშენებლობის პროექტში შეტანილი ცვლილებების სკოპინგის დასკვნა დამტკიცდა. 2018 წელს მიღებული გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზეზი სკოპინგის დასკვნის დამტკიცებიდან 2 წლის ვადაში საქმიანობის განმახორციელებლის მიერ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიუღებლობა დასახელდა. ძალადაკარგული ბრძანების ბათილად ცნობას უკვე 2 წელია ითხოვს პროექტის ზემოქმედების …

»»»

შუახევი ჰესის ოპერირება ხარვეზებით დაიწყო. ვინ აგებს პასუხს მოსახლეობისთვის მიყენებულ ზიანზე?

gonakhuli

შუახევი ჰესმა, რომელიც 2017 წელს ამუშავებიდან 2 თვეში ჩამოიშალა, ოპერირება განაახლა. თუმცა, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლებში, გოლხანაურსა და მახალაკიძეებში, 420-მილიონიანი პროექტისთვის გაყვანილ გვირაბებთან წყალმა გაჟონვა დაიწყო.  შუახევი ჰესის კომერციული ოპერირების დაწყების შესახებ საერთაშორისო მედიაში ინფორმაცია პროექტის მეწილემ, მსხვილმა ინდურმა ენერგოკომპანიამ „ტატა ფაუერმა“ 30 მარტს გაავრცელა. თუმცა, საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) ჩანაწერების მიხედვით ჩანს, რომ ჰესი მარტის განმავლობაში …

»»»

მთავრობა საგანგებო მდგომარეობით სარგებლობს და სადავო პროექტებში გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობას ზღუდავს

baneri_GA

მწვანე ალტერნატივა და საია მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, შეაჩეროს პროექტებზე მიმდინარე გადაწყვეტილებების მიღების პროცესი საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღსაკვეთად მიღებულ მთავრობის 2020 წლის 23 მარტის # 181 დადგენილებაში 26 მარტს შევიდა ცვლილება, რომლითაც საქართველოს მთავრობა 20-ზე მეტი დაგეგმილი პროექტის/ საქმიანობის სკოპინგის დასკვნისა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემისათვის უკვე დაწყებულ ადმინისტრაციულ პროცედურებს საჯარო განხილვების გარეშე ჩაატარებს. იმის ნაცვლად, …

»»»

მწვანე ალტერნატივა და საია ნამახვანის ჰესების პროექტზე გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვენ

baneri_GA

2020 წლის 6 აპრილს „მწვანე ალტერნატივა“ და საია თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანენ სარჩელს, წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში, მდ. რიონზე დაგეგმილი ორსაფეხურიანი ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ. საია და “მწვანე ალტერნატივა“ სასამართლოში დაიცავენ პროექტის ზეგავლენის არეალში მცხოვრები ადგილობრივი მოქალაქეების ინტერესებს  და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის იმ ბრძანების …

»»»

არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს პარლამენტს დაცული ტერიტორიების შექმნასთან დაკავშირებული წინადადებებით მიმართავენ

2427

მწვანე ალტერნატივამ და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) მოამზადეს წინადადებები საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტში წარდგენილ სამ კანონპროექტზე. ამ კანონპროექტებით, ცვლილება შედის „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში, იქმნება არაგვისა და თრუსოს დაცული ლანდშაფტები. ეს საკანონმდებლო ინიციატივა ჯერ კიდევ 2018 წლის დეკემბერში დარეგისტრირდა, თუმცა მწვავე შეფასება მიიღო არასამთავრობო ორგანიზაციების, გარემოსდაცვითი ექსპერტებისა და ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან, …

»»»

მწვანე ალტერნატივა წიაღით სარგებლობის 100 ლიცენზიის გაყიდვის გეგმის დამტკიცების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობას ითხოვს

rgani

მწვანე ალტერნატივამ  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა და „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისა და შესწავლა – მოპოვების ლიცენზიების გაცემის მიზნით ელექტრონული აუქციონის ჩატარების შესახებ“ სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის 2020 წლის 11 თებერვლის № 156/ს ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა. 2020 წლის 11 თებერვალს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა და წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსმა საზოგადოებას …

»»»

EMC, მწვანე ალტერნატივა და საია შუქრუთსა და ითხვისში არსებულ კრიზისს ეხმიანებიან

abra GA

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში შპს “ჯორჯიან მანგანეზთან” ადგილობრივების დაპირისპირება კვლავ განახლდა. შუქრუთის მოსახლეობა ჯერ კიდევ 2019 წლის სექტემბერსა და ნოემბერში ითხოვდა შპს „ჯორჯიან მანგანეზისგან“ იმ ზიანის კომპენსირებას, რომელიც მათ სახლებსა და საცხოვრებელ გარემოს კომპანიის საქმიანობის გამო მიადგა. შუქრუთელების თქმით, ზიანის კომპენსირების შესახებ კომპანიასთან მიღწეული სიტყვიერი შეთანხმებები არაერთხელ დაირღვა, რამაც ადგილობრივების მხრიდან წინააღმდეგობის განახლება გამოიწვია შუქრუთის …

»»»

Page 1 of 1712345...10...Last »