ნამახვანჰესის საკითხზე მომუშავე ორგანიზაციები კომპანიისა და სახელმწიფოს მხრიდან ცილისმწამებლურ კამპანიას ეხმიანებიან

IMG_8174

სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC), მწვანე ალტერნატივა და საია, შეშფოთებას გამოვთქვამთ, რომ ნამახვანი ჰესის პროექტის განხორციელებისას ჩადენილი ფუნდამენტური კანონდარღვევების, ადამიანის უფლებების უხეში შელახვის, სახელმწიფო ინტერესების დათმობით დადებული ხელშეკრულების, გაუმჭვირვალობისა და ინსტიტუციური ჩავარდნების შესახებ ჩვენ მიერ გაჟღერებული კრიტიკის საპასუხოდ ხელისუფლება უარს ამბობს დიალოგის პროცესზე და აგრძელებს ადგილობრივების შეკრების, გარემოს დაცვის, საჯარო სივრცით სარგებლობის, გამოხატვის თავისუფლებისა და …

»»»

ეკონომიკის მინისტრი ფაქტებით მანიპულირებს

abra GA

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გაავრცელა მინისტრ ნათია თურნავას განცხადება, სადაც წერია, რომ  "ის მიზეზი, რაც იწვევდა მათ [აქციის მონაწილეთა] გულწრფელ შეკითხვებს და წუხილს „ნამახვანი ჰესის" უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, პრაქტიკულად მოხსნილია. კომპანიასთან შეთანხმებით, კაშხლის მშენებლობა გადაიდო და ის არ დაიწყება უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში, ვიდრე ყველა კითხვას არ გაეცემა პასუხი. კომპანია, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში დღეს ახორციელებს საგზაო სამუშაოებს“. ეკონომიკისა და მდგრადი …

»»»

დაუყოვნებლივ დატოვოს პოლიციამ რიონის ხეობა და შეწყდეს ნამახვანი ჰესის სამშენებლო სამუშაოები

Rioni River Lechkhumi_Namakhvani HPP

ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმაურებით რიონის ხეობაში დღეს განვითარებულ მოვლენებს და დაუშვებლად მივიჩნევთ საპოლიციო ძალების მობილიზების ფონზე, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევით და მოსახლეობის მოთხოვნების უგულებელყოფით, ნამახვანი ჰესის სამშენებლო სამუშაოების განახლებას. ამ დროისთვის, რიონის ხეობაში მობილიზებულია დიდი რაოდენობით საპოლიციო ძალა. კომპანია “ენკამ” განაახლა ჰესის მოსამზადებელი სამშენებლო სამუშაოები. პოლიციამ პროტესტის ადგილამდე მისასვლელი გზა ორივე მხრიდან გადაკეტა, რის გამოც შეუძლებელი …

»»»

განცხადება ნამახვანის ჰესის პროექტის საპროტესტო აქციის დაშლისა და სამშენებლო სამუშაოების განახლების შესახებ

ნამოხვანი ხვამლით

განცხადება ნამახვანის ჰესის პროექტის საპროტესტო აქციის დაშლისა და ‘ენკას’ მიერ სამშენებლო სამუშაოების განახლების შესახებ  თითქმის ერთი წლის წინ, 2020 წლის 28 თებერვალს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც 333 მგვტ დადგმული სიმძლავრის ქვედა ნამახვანის ჰესის სახეცვლილ პროექტზე დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება დაამტკიცა. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებისას, სამინისტრომ უხეშად დაარღვია საზოგადოების ინფორმირებისა და მონაწილეობის …

»»»

ხელმომწერი ორგანიზაციები ეხმაურებიან ნამახვანი ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის საპოლიციო ძალის გამოყენებით დაშლას

emc gyla

ხელმომწერი ორგანიზაციები ეხმაურებიან ნამახვანი ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის საპოლიციო ძალის გამოყენებით დაშლას     2020 წლის 14 ნოემბერს, სახელმწიფომ სოფელ ჟონეთში ნამახვანი ჰესების კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ ადგილობრივი მოსახლეობის მიერ გამართული აქცია საპოლიციო ძალის გამოყენებით დაშალა. ადგილობრივი მაცხოვრებლები ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ენერგეტიკული პროექტის წინააღმდეგ ორგანიზდებიან და აპროტესტებენ გარემოზე ჰესის მაღალი ზეგავლენისა და ადგილობრივი მოსახლეობის …

»»»

პეტიცია: გადავარჩინოთ რიონი

1

რიონზე მასშტაბური ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ რაჭისა და ლეჩხუმის მოსახლეობა ერთიანდება რიონის დასაცავად რაჭისა და ლეჩხუმის მოსახლეობა, ვინც რიონზე დაგეგმილი მასშტაბური ჰესების მშენებლობას აპროტესტებს, გაერთიანდა და ონისა და ნამახვანის ჰესების წინააღმდეგ ერთობლივი პეტიცია შექმნეს. #გადავარჩინოთრიონი – პეტიცია საქართველოს მთავრობასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს, შეწყდეს „დამანგრეველი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა", რადგან ისინი „საფრთხეს უქმნიან არა მხოლოდ მდინარე რიონის ხეობას …

»»»

წიაღის სექტორის განვითარების დაგეგმვის ხარვეზები – „მწვანე ალტერნატივას“ ანგარიში

chiatura

„საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული „საქართველოს წიაღის სექტორის სტრატეგია“ არ არის დაინტერესებულ მხარეთა მონაწილეობით მიღებული სახელმწიფო პოლიტიკა; ამდენად, ის უნდა გაუქმდეს“, – ნათქვამია „მწვანე ალტერნატივას“ მიერ მომზადებულ ნაშრომში, რომელიც საქართველოს სამთომოპოვებითი მრეწველობის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების პირველ მცდელობას აფასებს. „საქართველოში წიაღის სექტორის განვითარების დაგეგმვის ლაბირინთები“ ორგანიზაციამ ახლახან გამოაქვეყნა. დოკუმენტი მიმოიხილავს პროცესს, რომელიც სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებით დაიწყო და …

»»»

ევროპული ბანკები: ნენსკრა ჰესი საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება

P1120712

ორწლიანი გამოძიების შემდეგ, ორი უმსხვილესი ევროპული ბანკის გასაჩივრების მექანიზმმა სვანეთში დაგეგმილი ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტი საერთაშორისო სტანდარტებისთვის შეუსაბამოდ ცნო; პროექტი ამავე საფინანსო ინსტიტუტების უსაფრთხოების პოლიტიკას და სტანდარტებს არღვევს[1] . საქმე ეხება ნენსკრა ჰესის დამფინანსებელების – ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მოთხოვნებს, რომელთა მნიშვნელოვან ნაწილს პროექტი ვერ აკმაყოფილებს. კერძოდ, ნენსკრა ჰესი …

»»»

“გადაარჩინე ხადა” – ხადის ხეობის დასაცავად პეტიცია შეიქმნა

khada

ხადის ხეობის გადასარჩენად საერთაშორისო პეტიცია შეიქმნა. პეტიცია “გადავარჩინოთ უნიკალური ხადის ხეობა” საქართველოს მთავრობას და საერთაშორისო ბანკებს მოუწოდებს, რუსეთისკენ მიმავალი ქვეშეთი-კობის გზის მონაკვეთი ხადის ხეობის გავლით არ აშენდეს.  “უნიკალური ისტორიულ-კულტურული ღირებულებისა და ტურისტული პოტენციალის მქონე ხადის ხეობას საფრთხე ემუქრება”, – ნათქვამია პეტიციაში, რომლის ინიციატორებიც ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი, ხელოვნებათმცოდნეები, არქეოლოგები, ბიომრავალფეროვნების ექსპერტები და გარემოს დამცველები არიან. საქართველოს მთავრობასთან …

»»»

ხადის ხეობა ისევ საფრთხეშია: წინააღმდეგობის მიუხედავად, ხეობისთვის საზიანო ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა მაინც იწყება

ხადის ხეობა1

მეცნიერების, ადგილობრივი მოსახლეობისა და  სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან გამოთქმული მწვავე კრიტიკის, პროტესტისა და მრავალ დარღვევაზე მითითების მიუხედავად, ხადის უნიკალურ ხეობაში რუსეთისკენ მიმავალი ქვეშეთი-კობის გზის წინასამშენებლო სამუშაოები დაიწყო. სამუშაოების პირველივე ეტაპმა საფრთხე შეუქმნა მთიულეთის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ისტორიულ ძეგლს – ნაღვარევის ეკლესიას და ზაქათკარში არქეოლოგიური თვალსაზრისით მნიშვნელოვან, ჯერ სათანადოდ შეუსწავლელ ტერიტორიას.   პროექტის გარემოზე შესაძლო მწვავე უარყოფითი ზეგავლენის შესახებ, …

»»»

Page 1 of 1012345...10...Last »