საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციის (IDA) დაფინანსებით (გრანტი NH204-GE) მიმდინარეობს ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის შესწავლა
საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციის (IDA) დაფინანსებით (გრანტი NH204-GE) მიმდინარეობს ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის შესწავლა. ეს გულისხმობს: ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის დადგენას, რასაც ახორციელებს შვეიცარული კომპანია Colenco Power Engineering/Stucky; ხუდონჰესის ბუნებრივ გარემოზე და სოციალური ზემოქმედების შეფასებას ფრანგულ-იტალიური კონსორციუმის BRL Ingenierie/ARS Progetti-ს მიერ; და გარემოზე ზემოქმედების სტრატეგიულ შეფასებას სერბული კომპანია SEEC-ის მიერ.
ამჟამად საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში წარმოდგენილია BRL Ingenierie/ARS Progetti-ის მიერ მომზადებული ხუდონის გარემო პირობებზე და სოციალური ზემოქმედების შეფასების I ფაზის (სკრინინგი) საბოლოო ანგარიში, რომელიც წარმოადგენს ხუდონის გარემოზე ზემოქმედების შეფასების და განსახლების დაგეგმვის მოსამზადებელ ეტაპს. შემდეგი ეტაპი განხორციელდება ხუდონის ჰიდროსადგურის აშენების თაობაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში.
ამასთანავე, ენერგეტიკის სამინისტრომ მიიღო კომპანია SEEC-ის მიერ მომზადებული ხუდონჰესის პროექტის გარემოზე ზემოქმედების სტრატეგიული შეფასების საბოლოო ანგარიში, რომელიც ხუდონჰესს განიხილავს ელექტროენერგიის წარმოების სხვადასხვა წყაროს კონტექსტში.
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ ამა წლის 1 ივლისს თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა ზემოაღნიშნული ანგარიშები მათ თაობაზე საზოგადოებრივი აზრის მისაღებად. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო ამა წლის 28-31 ივლისს გეგმავს ხუდონჰესის პროექტის შესწავლის ანგარიშის ფართო საზოგადოებრივ განხილვას სამეგრელო-ზემო სვანეთის მოსახლეობასა და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, შემდეგი განრიგით:
- ზუგდიდის რაიონი, დაბა ჯვარი – 2008 წლის 28 ივლისი, ორშაბათი, 17:00 სთ, სასტუმროს სააქტო დარბაზი.
- მესტია – 2008 წლის 29 ივლისი, სამშაბათი – 12:00 სთ, რაიონის გამგეობის შენობა.
- მესტიის რაიონი, სოფელი ხაიში – 2008 წლის 30 ივლისი, ოთხშაბათი, 10:00 სთ, სკოლის შენობა.
- ზუგდიდი – 2008 წლის 30 ივლისი, ოთხშაბათი – 18:00 სთ, რაიონის გამგეობის შენობა.
- თბილისი – 2008 წლის 31 ივლისი , ხუთშაბათი – 16:00 სთ, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო.
ზემოთაღნიშნული ანგარიშების ბეჭდური ვერსია ხელმისაწვდომია საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა (ბარათაშვილის ქ. N2, V-ე სართული) და საზოგადოებრივი განხილვისთვის დასახელებულ ადგილებში, ხოლო ელექტრონული ვერსია განთავსებულია სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე: http://www.minenergy.gov.ge/. სამინისტრო მოელის კომენტარებს საზოგადოებისგან არა უგვიანეს 2008 წლის 8 აგვისტოსი. დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ბატონ გივი კიკნაძეს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში, ტელ: 919281. ან ელ-ფოსტით: