საქართველოს ტყისა და სატყეო მიწების კატეგორიზაცია
ტყისა და სატყეო მიწების კატეგორიზაცია ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისა და ბუნებრივი რესუსების გონივრული გამოყენების საფუძველს ქმნის. ამ საკითხის მარეგულირებელი საქართველოს კანონმდებლობა არაეფექტურია, რაც ხელს უშლის ქვეყნის მდგრად განვითარებას. წინამდებარე დოკუმენტის „საქართველოს ტყისა და სატყეო მიწების კატეგორიზაციას“ მიზანია არსებული ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად, საქართველოში კატეგორიზაციის ისეთი სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობა, რომელიც ეფუძნება ტყეების ეკოლოგიურ, სოციალურ და ეკონომიკურ ფასეულობს.
წინამდებარე პუბლიკაცია, პრაქტიკული მოსაზრებებით და დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების გათვალისწინებით, მომზადდა ნორმატიული აქტის ფორმატში. პროცესში ჩართული იყო სხვადასხვა ორგანიზაცია, ექსპერტი, საჯარო უწყება, რომლებმაც არაერთი ღირებული რეკომედაცია მოგვაწოდეს. დოკუმენტი განხილული და მოწონებული იქნა ეროვნული სატყეო პროგრამის ფარგლებში. ის არ წარმოადგენს რაიმე ნორმატიული აქტის პროექტს, თუმცა შესაძლებელია დამტკიცდეს მთავრობის დადგენილების სახით ან/და გახდეს ახალი ტყის კოდექსის ნაწილი. აღნიშნული დოკუმენტის შინაარსის ინტეგრირება საქართველოს კანონმდებლობაში მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც სამეურნეო ტყის ფონდის მდგრადი მართვის მოდელის ჩამოყალიბებას, ისე, დაცული ტერიტორიების ქსელისა და „ზურმუხტის ქსელის“ განვითარებას, ვინაიდან შედგენილია ტყის მდგრადი მართვისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის ეროვნული მიზნებისა და ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებების გათვალისწინებით.