სატყეო რეფორმის კონცეფციის განხილვა

2006 წლის 7 მარტს, ასოციაცია მწვანე ალტერნატივას ინიციატივით, შედგება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი სატყეო რეფორმის კონცეფციის განხილვა. შეხვედრაზე განხილული იქნება აღნიშნული დოკუმენტის ძირითადი ნაკლოვანებები, შესაძლო უარყოფითი შედეგები და რეკომენდაციები გასაუმჯობესებლად. 

შეხვედრის მონაწილეებს საშუალება ექნებათ გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. შესაძლოა შემუშავდეს ერთობლივი მიმართვა საზოგადოებისა და ხელისუფლებისადმი. 

შეხვედრა გაიმართება დიუმას ცენტრში, (გუდიაშვილის ქ. N 10), დასაწყისი 11.00 საათზე. მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ 6 მარტის 13 საათამდე დაუკავშირდეთ ირაკლი მაჭარაშვილს. 

ელ-ფოსტა:  
ტელ: (995 32) 22 16 04; (995 32) 22 38 74