შენიშვნები მდ. ჭოროხზე დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურების კასკადის პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშზე

მწვანე ალტერნატივას შენიშვნები მდ. ჭოროხზე დაგეგმილი
ჰიდროელექტროსადგურების კასკადის პროექტის
ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშზე

4 იანვარი 2012 წელი

თურქული კომპანია „აჭარ ენერჯი 2007“ გეგმავს მდ. ჭოროხის ბოლო 21 კმ-იან მონაკვეთზე 21 და 53 (ზ.დ.) ნიშნულებს შორის (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორია) ჰიდროელექტროსადგურების კასკადის პროექტის განხორციელებას. პროექტი ითვალისწინებს 3-საფეხურიანი კალაპოტური ტიპის ჰესების კასკადის (კირნათი, ხელვაჩაური I და ხელვაჩაური II) მშენებლობასა და ექსპლუატაციას საერთო სიმძლავრით 105,7 მეგავატი.

პროექტის დაფინანსების საკითხი რომელიმე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის (მსოფლიო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია და სხვა.) მიერ ჯერჯერობით არ არის ცნობილი. იმის გათვალისწინებით, რომ პროექტის ავტორების მიერ ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში მოხსენიებულია აღნიშნული ბანკების გარემოსდაცვითი და სოციალური პოლიტიკები, შეიძლება დავასკვნათ, რომ პროექტის სპონსორები სერიოზულად განიხილავენ ერთი ან რამდენიმე ბანკიდან დაფინანსების მოპოვებას პროექტისათვის.

დაგეგმილი პროექტის აღწერა და შენიშვნები შეგიძლიათ იხილოთ ვრცლად: ჩამოტვირთეთ დოკუმენტი