"მძიმე და გაუმართლებელი ჩარევა შეკრების თავისუფლებაში" – NGO-ები ნამახვანჰესის მოვლენებზე. წყარო: ფორმულა

სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC), საია და მწვანე ალტერნატივა ეხმაურებიან რიონის ხეობაში გუშინ, 11 აპრილს განვითარებულ მოვლენებს და აცხადებენ, რომ უხეშად და დაუსაბუთებლად შეიზღუდა ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება.