ჩვენი გუნდი
არასამთავრობო არაკომერციული ორგანიზაცია, ასოციაცია "მწვანე ალტერნატივა" დაარსდა 2000 წელს. ამჟამად ორგანიზაციას ჰყავს 12 აქტიური წევრი და 10 თანამშრომელი.
-
მანანა ქოჩლაძე
თავმჯდომარე
-
ნინო გუჯარაიძე
აღმასრულებელი დირექტორი
-
ქეთი გუჯარაიძე
პოლიტიკის ანალიტიკოსი
-
ნათია ქსოვრელი
ადმინისტრაციული მენეჯერი
-
მარიამ ფაცაცია
ადგილობრივი თემების მხარდაჭერის კოორდინატორი
-
დათო ჭიპაშვილი
საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მონიტორინგის პროგრამის კოორდინატორი
-
ირინა სვანიძე
მკვლევარი
-
მარიამ დევიძე
გარემოსდაცვითი და კლიმატის ცვლილების პროგრამის სპეციალისტი
-
ლია ლაცაბიძე
ფინანსური მენეჯერი
მისია
“მწვანე ალტერნატივას” მისიაა ეკონომიკურად ხელსაყრელი და სოციალურად მისაღები ალტერნატივების გზით, საქართველოს გარემოსა და ქვეყნის უნიკალური ბიოლოგიური თუ კულტურული მემკვიდრეობის დაცვა. ასევე, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და სოციალური სამართლიანობის პრინციპების დამკვიდრების ხელშეწყობა.
ხედვა
ჩვენი ორგანიზაცია მიზნად ისახავს მდგრადი განვითარებისათვის ეკონომიკური და პოლიტიკური საფუძვლების შექმნის ხელშეწყობას; გარემოსდაცვით საქმიანობაში შესაბამისი სამთავრობო უწყებების, ბიზნესის წარმომადგენლების, სამეცნიერო ორგანიზაციებისა და ცალკეული პირების ჩართვის მხარდაჭერას; მდგრადი განვითარების, გარემოს კონსერვაციისა და აღდგენის ხელშემწყობი ფართო სოციალური ალიანსების შექმნას; ადგილობრივ ან ეროვნულ დონეზე ლობირების გზით გარემოსდაცვითი და სოციალური თვალსაზრისით დესტრუქციული პოლიტიკისა და პროექტების შეცვლას ან შეჩერებას და მისაღები ალტერნატივების ხელშეწყობას.
ისტორია
დაარსების დღიდან, ორგანიზაცია მონიტორინგს უწევს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების საქმიანობას საქართველოში. მუშაობს ბიომრავალფეროვნებასთან, ენერგეტიკასთან, კლიმატის ცვლილებასთან და სიღარიბის დაძლევასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში, ორგანიზაციის სამუშაო არეალი მნიშვნელოვნად გაფართოვდა და ამჟამად ორგანიზაცია მუშაობს ქვეყნის გარემოსდაცვითი პოლიტიკის გაუმჯობესების, სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის გარემოსდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვის, ხე-ტყის არალეგალური ჭრის და ველური ფლორისა და ფაუნის ნიმუშებით უკანონო ვაჭრობის აღკვეთის მიმართულებით. ზოგადად კი, გარემოსდაცვითი ინფორმაციის საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების სრულფასოვანი ჩართვის ხელშეწყობისთვის.
2011 წელს მწვანე ალტერნატივას ინციატივით შეიქმნა „საქართველოს მწვანე ქსელი“.
2006 წელს ასოციაციის ინიციატივით შეიქმნა ხე-ტყის უკანონო ჭრის დამოუკიდებელი მონიტორინგის ქსელი.
2005 და 2007 წლებში მწვანე ალტერნატივას მიენიჭა საქართველოს საზოგადოებრივ ორგანიზაციათა ეთიკის კოდექსის ვერცხლის ხუთი პრინციპის კავალერის წოდება.
2004 წელს მწვანე ალტერნატივა დაჯილდოვდა “გოლდმანის” გარემოსდაცვითი ფონდის პრიზით აღნიშნული კამპანიის ფარგლებში გარემოს დაცვის, სოციალური სამართლიანობისა და თანასწორობისათვის განხორციელებული წარმატებული საქმიანობისათვის.
2002 წლიდან “მწვანე ალტერნატივა” მონიტორინგს უწევს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტის განხორციელებას, მის შესაბამისობას საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პოლიტიკასა და სახელმძღვანელო პრინციპებთან, პროექტის ზეგავლენას ადგილობრივ მოსახლეობასა და გარემოზე.
2001 წელს “მწვანე ალტერნატივამ” სხვა ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად დააფუძნა საქართველოში სიღარიბის შემცირების სტრატეგიის შემუშავებაზე დამკვირებელთა ქსელი.