2013 წლის 5 აგვისტოს მწვანე ალტერნატივამ და ქალბატონმა ირინა ღამბაშიძემ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 5 ივლისის № 03/108 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით, ადმინისტრაციული საჩივარი წარადგინეს საქართველოს მთავრობის კანცელარიაში.

გასაჩივრებული აქტით, კომპანია RMG Gold-ის განცხადებისა და ამ განცხადებაზე რეაგირების მიზნით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი კომისიის დასკვნის საფუძველზე, საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღაროს უძრავი ძეგლის სტატუსი მოეხსნა. ამავე აქტით სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტს დაევალა საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ზონაში არსებული, კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება. ასევე, ბრძანების თანახმად, კომპანია RMG-სა და სამინისტროს შორის უნდა გაფორმდეს ხელშეკრულება სათანადო სამუზეუმო სივრცის შესაქმნელად და ამ სივრცეში საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ზონაში მოპოვებული კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლების გადასატანად.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 5 ივლისის №03/108 ბრძანება გამოცემულია როგორც ეროვნული კანონმდებლობის, ასევე, არაერთი საერთაშორისო სამართლებრივი აქტის მოთხოვნების უხეში დარღვევით.

ადმინისტრაციული საჩივარი

დანართი 1. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 5 ივლისის № 03/108 ბრძანება;

დანართი 2. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 28 მაისის #03/82 ბრძანება;

დანართი 3. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს 2013 წლის 16 ივლისის განცხადება;

დანართი 4. „კომპანია “RMG”-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, ზურაბ ქუთელიას მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრისათვის 2013 წლის 26 აპრილს გაგზავნილი წერილი №034/13;

დანართი 5. ამონარიდები გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში წარდგენილი 2007, 2008, 2009 და 2010 წლის საინფორმაციო გეოლოგიური ანგარიშებიდან;

დანართი 6. RMG GOLD-ის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია;

დანართი 7. საქართველოს პრემიერ-მინისტრისათვის კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიერ 2013 წლის 8 ივლისის გაგზავნილი წერილი #01/13-2685;

დანართი 8. პრემიერ მინისტრის 2013 წლის 1 მაისის წერილი # 14962;

დანართი 9. საქართველოს ეროვნული მუზეუმის არეოლოგიური ცენტრის უფროსის, ზურაბ მახარაძის 2013 წლის 21 თებერვლის #01/01-200 წერილი საქართველოს კულტურის მინისტრის პირველ მოადგილეს, ქალბატონ მარინე მიზანდარს;

დანართი 10. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 28 მაისის №03/82 ბრძანებით შექმნილი ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა საყდრისის უძველესი სამთამადნო მრეწველობის ძეგლთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისიის დასკვნა;

დანართი 11: ტექნიკურ მეცნირებათა კანდიდატისა და აკადემიურ დოქტორის, ნ. შეყრილაძეს და ტექნიკურ მეცნირებათა კანდიდატისა და აკადემიურ დოქტორის რ. მიხელსონის დასკვნა;

დანართი 12: საქართველოს არექეოლოგიური კომისიის მიერ კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით, ქალბატონი ირინე ღამბაშიძის სახელზე 2005 წლის 16 მაისს გაცემული ნებართვის ასლი;

დანართი 13: საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიის ცენტრის უფროსის, ზ. მახარაძის 2013 წლის 11 ივნისის წერილი;

დანართი 14. ყაჩაღიანის უბნის ისტორიული მაღაროს გეოლოგიური და საინჟინრო მომიხილვა;

დანართი 15: ამონარიდი მადნეულისა და კვარციტის 2010 და 2011 წლის საინფორმაციო გეოლოგიური ანგარიშიდან საყდრისის ოქრო-სპილენძის საბადოსთან დაკავშირებით;

დანართი 16. გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის 2013 წლის 27 ივნისის წერილი;

დანართი 17. სსიპ გრიგოლ წულიკიძის სამთო ინსტიტუტის დირექტორის, ნიკოლოზ ჩიხრაძის კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრისადმი გაგზავნილი წერილი # 07.01-10/119, 10.07.2013;

დანართი 18. საყდრისი ყაჩაღიანის უბნის უძველესი სამთამადნო ძეგლის შესახებ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტის მყარი წიაღისეულის განყოფილების გამგე, გეოლ.-მინერალოგიის მეცნ. დოქტორი, პროფესორი ვ. გეელეიშვილისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის სრული პროფესორის ნ. ქაჯაიას დასკვნა;

დანართი 19. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ საქართველოს სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტენიკური ცენტრი „დელტას“ სსიპ ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტის მიერ მომზადებული „საყდრისი უძველესი მაღაროს მადნური ქანების კვლევა; 

2013 წლის 26 სექტემბერს 16.00 საათზე საქართველოს მთავრობის კანცელარიის იურიდიულ დეპარტამენტში გაიმართა მწვანე ალტერნატივასა და ქალბატონ ირინა ღამბაშიძის  ადმინისტრაციული საჩივრის ზეპირი მოსმენა. ამავე სხდომაზე განხილულ იქნა დავით სახვაძის, მარინე ცინცაბაძის, ჯუმბერ ხანთაძის, გიგო ჯანდიერის, რაულ გვეტაძის, გივი ინანიშვილის, ვანო თვალაძის და რევაზ კანაშვილის ადმინისტრაციული საჩივრები.

ადმინისტრაციული საჩივრის ზეპირი მოსმენის ოქმი

2013 წლის 3 ოქტომბრის განკარგულებით საქართველოს მთავრობამ მიიღო დავით სახვაძის, მარინე ცინცაბაძის, ჯუმბერ ხანთაძის, გიგო ჯანდიერის, რაულ გვეტაძის, გივი ინანიშვილის, ვანო თვალაძის,  რევაზ კანაშვილის, ასოციაცია „მწვანე ალტერნატივას“ და ირინა ღამბაშიძის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 3 ოქტომბრის #1430 განკარგულება

მწვანე ალტერნატივა გეგმავს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 3 ოქტომბრის #1430 განკარგულებით მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებას თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში.