მწვანე ალტერნატივა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსათვის საყდრისი-ყაჩარიანის არქეოლოგიურ ზონაში მდებარე არქეოლოგიური ობიექტის შესწავლის პროცესის მონიტორინგის დავალების შესახებ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანების ბათილად ცნობას ითხოვს

2013 წლის 9 სექტემბერს მწვანე ალტერნატივამ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 08 აგვისტოს #03/130 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით, ადმინისტრაციული საჩივარი წარადგინა საქართველოს მთავრობის კანცელარიაში.

გასაჩივრებული აქტით, სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საყდრისი-ყაჩარიანის არქეოლოგიურ ზონაში მდებარე არქეოლოგიური ობიექტის შესწავლის პროცესის მონიტორინგის განხორციელება და ამ მიზნით წინამდებარე ბრძანების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 5 დღის ვადაში სათანადო კომისიის შექმნა და ამ კომისიის ხელმძღვანელის შერჩევა კომპანია   RMG-ის მიერ წარმოდგენილი კანდიდატურებისაგან. ამავე ბრძანებით სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტს და კულტურული მემკვიდრეობის სტრატეგიის, კოორდინაციისა და ნებართვების დეპარტამენტს დაევალათ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების დაუყოვნებლივ განხორციელება საყდრისი-ყაჩარიანის არქეოლოგიური ზონის 2013 წლის პირველ ოქტომბერს გაუქმების მიზნით. ამ ბრძანებით  კომპანია RMG-ის მიეცა თანხმობა, რომ საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ზონაში აწარმოოს ისეთი სახის საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოები, რომლებიც არ დააზიანებს ან არ შეუქმნის დაზიანების საფრთხეს ზონაში მდებარე არქეოლოგიურ ობიექტს.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 8 აგვისტოს №03/130 ბრძანება გამოცემულია ეროვნული კანონმდებლობის უხეში დაღვევით.

ადმინისტრაციული საჩივარი

დანართი 1. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 5 ივლისის № 03/108 ბრძანება;

დანართი 2. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 8 აგვისტო № 03/130 ბრძანება;

2013 წლის 4 ოქტომბრის განკარგულებით საქართველოს მთავრობამ მიიღო ასოციაცია მწვანე ალტერნატივას ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 4 ოქტომბრის #1433 განკარგულება

მწვანე ალტერნატივა გეგმავს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 4 ოქტომბრის #1433 განკარგულებით მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებას თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში.