მოპასუხეები: საქართველოს მთავრობა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო.
2015 წლის 16 მარტს მწვანე ალტერნატივამ მიმართა თბილისის საქალაქო სამამართლოს და მოითხოვა:
1.ბათილად იქნას ცნობილი სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს სტრატეგიული საკითხების სექციის 2014 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება – „საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღაროსათვის“ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მოხსნის თაობაზე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსათვის რეკომენდაციით მიმართვის შესახებ;
2.ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 12 დეკემბრის #2/271 ბრძანება ;
3. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც შპს RMG Gold-ს მიეცა თანხმობა არქეოლოგიური ობიექტის აღების (დაშლის) შესახებ;
4.ბათილად იქნას ცნობილი საქართველოსა და კულტურის ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 12 დეკემბრის #03/266 ბრძანება;
5. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შორის 2014 წლის 8 აპრილის #01 ადმინისტრაციული ხელშეკრულების 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
მწვანე ალტერნატივას სარჩელი ადმინისტრაციულ საქმეზე
დანართი 1. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 5 ივლისის № 03/108 ბრძანება
დანართი 2. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 28 მაისის #03/82 ბრძანება
დანართი 12. საქართველოსა და კულტურის ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 12 დეკემბრის #03/266 ბრძანება
დანართი 14. გიორგი მინდიაშვილის 2014 წლის 08 იანვრის მიმართვა
დანართი 15. ობიექტის სააღრიცხვო დოკუმენტაცია
დანართი 17. 2015 წლის 09 თებერვლის ა(ა)იპ "მწვანე ალტერნატივა"-ს ადმინისტრაციული საჩივარი
დანართი 19. ა(ა)იპ "მწვანე ალტერნატივა"-ს 2015 წლის 20 თებერვლის წერილობითი მოსაზრებები
დანართი 20. 2015 წლის 09 თებერვლის ა(ა)იპ "მწვანე ალტერნატივა"-ს ადმინისტრაციული საჩივარი
დანართი 21. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის 2015 წლის 09 მარტის #21790 გადაწყვეტილება (წერილი)
დანართი 22. ა(ა)იპ "მწვანე ალტერნატივა"-ს 2015 წლის 20 თებერვლის წერილობითი მოსაზრებები
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 3 აპრილის განჩინებით საქმე წარმოებაში იქნა მიღებული. საქმეს განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ნანა დარასელია.
განჩინება საქმის წამოებაში მიღების თაობაზე
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შესაგებელი
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს შესაგებელი.
საქმის მოსამზადებელი სხდომა დანიშნულია 2015 წლის 22 ივნისს 11.00 საათზე.
საქართველოს მთავრობის შესაგებელი
2015 წლის 24 აგვისტოს 14.00-ზე გაგრძელდება საქმის მოსამზადებელი სხდომა.