ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმა, მისი მნიშვნელობა და თავსებადობა საერთაშორისო მოთხოვნებთან
საქართველომ 2014 წელს (ივნისი) ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებასთან ერთად. ხელმოწერით საფუძველი ჩაეყარა ევროკავშირთან ფართომასშტაბიან პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტეგრაციას. 2016 წლის 1 ივლისს ძალაში შევიდა ევროკავშირსა და საქართველოს შორის 2014 წელს ხელმოწერილი ასოცირების ხელშეკრულება, რამაც შექმნა ევროკავშირთან საქართველოს ფართომასშტაბიანი პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციის საფუძველი.
მოგვიანებით, ასოცირების ხელშეკრულებით განსაზღვრული შეთანხმების თანახმად, 2017 წელს საქართველო გახდა ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულების მხარე და დაიწყო ევროკავშირის კანონმდებლობის (acquis communautaire) გადმოტანა და ჰარმონიზაციის პროცესი ეროვნულ კანონმდებლობასთან, მათ შორის, ენერგეტიკული მიმართულებით.
საქართველოს, სხვა ენერგეტიკული გაერთიანების წევრი სახელმწიფოების მსგავსად, დაევალა ენერგეტიკული გაერთიანების მიერ მიღებული 2018/01/MC-EnC რეკომენდაციისა და პოლიტიკის სახელმძღვანელო დოკუმენტის (PG03/2018) საფუძველზე, ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმის (NECP) შემუშავება. გეგმაში გამოყენებული უნდა ყოფილიყო კომპლექსური მიდგომა, რომელიც თავსებადი იქნებოდა ევროკავშირის, UNFCCC-სა და ენერგეტიკული გაერთიანების გრძელვადიანი პოლიტიკის მიზნებთან.
2024 წლის 22 ივნისს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ მომზადებული საქართველოს ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმა.