შენიშვნები და რეკომენდაციები საქართველოს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი 3.0 სამუშაო ვერსიის თაობაზე
საქართველოს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის მესამე გამოცემა (NDC 3.0) ქვეყნის ოფიციალური კლიმატური პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული დოკუმენტია. დოკუმენტის მიზანია ქვეყნის მდგრადი, დაბალანსებული, დაბალემისიიანი და კლიმატმედეგი განვითარების ხელშეწყობა, კლიმატის ცვლილების, გარემოსდაცვითი გამოწვევების და სოციალურ – ეკონომიკური პრიორიტეტების გათვალისწინებით.
საქართველო ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის შესრულებას გეგმავს 2026 წლის 1 იანვრიდან 2035 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.