შენიშვნები და რეკომენდაციები  შპს ენერჯი დეველოპმენთ ჯორჯიას მიერ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, მდინარე სუფსაზე, 15 მგვტ სიმძლავრის „სურები 2 ჰესის“ მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშის თაობაზე

2025 წლის ნოემბერში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა გამოაქვეყნა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, მდინარე სუფსაზე დაგეგმილი 15 მგვტ სიმძლავრის „სურები 2 ჰესის” მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიში. წარმოდგენილი გზშ ანგარიში წარმოადგენს გადამწყვეტ დოკუმენტს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომლის საფუძველზეც უნდა შეფასდეს პროექტის გარემოსდაცვითი საფრთხეები, ალტერნატივები, მათ შორის ე.წ. ნულოვანი ალტერნატივა და შესაბამისობა გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მოთხოვნებთან.

ანგარიშის დეტალურმა ანალიზმა გამოავლინა მნიშვნელოვანი შეუსაბამობები კოდექსის მოთხოვნებთან, რაც გადაწყვეტილების მიმღებს არ აძლევს საფუძველს პროექტზე გასცეს  დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება.