მწვანე ალტერატივა RMG Gold-ისათვის წიაღით სარგებლობის ლიცენზიის ვადის გაგრძელების თაობაზე გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს

ადმინისტრაციული საჩივარი

  • მომჩივანი : მწვანე ალტერნატივა
  • უწყება: გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

დავის არსი:

2015 წლის 27 იანვარს მწვანე ალტერნატივამ ადმინისტრაციული საჩივრით მიმამართა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი:

1. სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 30 დეკემბრის #21/1556 გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „RMG Gold“-ისათვის საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროს ტერიტორიაზე ლიცენზიის ვადის გაგრძელების საკითხის განხილვის მიზნით დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება;

2. სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 31 დეკემბრის #478/ს ბრძანება, რომლითაც შპს RMG GOLD-ზე გაცემული წიაღით სარგებლობის ლიცენზიას (სერია 53 ნომერი 0010 ტიპი  VI ABC) საყდრისი-ყაჩაღიანის ოქროს უძველი მაღაროს ტერიტორიაზე მოქმედების ვადა გაუგრძელდა 2020 წლის 1 იანვრამდე.

2015 წლის 27 იანვარს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში შედგა ადმინისტრაციული საჩივრის ზეპოირი მოსმენა.

 

გადაწყვეტილება :

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის, ელგუჯა ხოკრიშვილის 2015 წლის 27 თებერვლის #ი-142 ბრძანებით მწვანე ალტერნატივას უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

მასალები :