|
ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ბანკებზე დამკვირვებელთა ქსელი (CEE Bankwatch Network ) ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის მასშტაბით მონიტორინგს უწევს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების საქმიანობას.
|
|
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ საქართველოში მოქმედი საერთაშორისო გამჭვირვალობის ეროვნული ბიუროა. ორგანიზაციის მიზანია გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხელშეწყობით საქართველოში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა.
|
|
ფონდი "ღია საზოგადოება – საქართველო" ხელს უწყობს ღია, დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას, ემსახურება საზოგადოებრივი ინტერესების წარმოჩენას, მოქალაქეთა ფუნდამენტური უფლებების დაცვას და საზოგადოებაში განსხვავებული აზრის მიმართ პატივისცემის დამკვიდრებას.
|
|
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი წარმოადგენს მწვანე პოლიტიკური მიმდინარეობის ნაწილს, რომელიც ჩამოყალიბდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საზღვრებს გარეთაც ისეთი ტრადიციული პოლიტიკურ მიმდინარეობებთან დისკუსიაში, როგორიცაა სოციალიზმი, ლიბერალიზმი და კონსერვატიზმი.
|
|
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) მისიაა "კანონის უზენაესობა სამართლიანობისათვის!". ორგანიზაცია საქმიანობს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კონსტიტუციის, კანონმდებლობისა და საკუთარი წესდების შესაბამისად.
|
|
არაკომერციული ორგანიზაცია "ქორნერ ჰაუს" (Corner House) დაარსდა 1997 წელს დიდ ბრიტანეთში. ორგანიზაცია მხარს უჭერს სოციალური სამართლიანობისა და გარემოს დაცვისთვის მოღვაწე დემოკრატიულ და საზოგადოებრივ მოძრაობებს.
|
|
ევროპული კოალიცია "ქაუნთერ ბალანსი" (Counter Balance) გარემოსდაცვით და განვითარების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციათა გაერთიანებაა, რომელიც 2007 წელს შეიქმნა. კოალიცია თვალყურს ადევნებს ევროპის საინვესტიციო ბანკისა და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების საქმიანობას.
|
|
სამხრეთის კარიბჭე-სამცხე-ჯავახეთის ყოველკვირეული, საზოგადოებრივ – პოლიტიკური, ორენოვანი ქართულ – სომხური გაზეთია. გამოდის 2005 წლის 17 ივნისიდან, ქართულ დასომხურ ენებზე.
|
|
|
(OWRPO PU) – ნავთობმუშაკთა უფლებების დაცვის აზერბაიჯანული ორგანიზაცია 1996 წელს შეიქმნა. ორგანიზაციის მისიაა აზერბაიჯანის გაზისა და ნავთობის სექტორში დასაქმებული მუშაკების უფლებების დაცვა.
|
|
არასამთავრობო ორგანიზაცია "ეკოლური" სომხეთში მოქმედი საინფორმაციო რესურს-ცენტრია, რომელიც 2004 წელს დაარსდა.
|
|
განათლება და სამყარო – პედაგოგთა კავშირი "განათლება და სამყარო” – (პკგს) საზოგადოებრივ – პროფესიული ორგანიზაცია, დაფუძნებულია 2002 წელს.
|
|
FES, SDC და GUMA-ს ხელშეწყობით დაბა მესტიაში, ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობით, 2006 წელს დაფუძნდა არასამთავრობო ორგანიზაცია (კავშირი) – სვანეთის სამთო-ტურიზმის ცენტრი (SMTC).
|
|
საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია – დაფუძნებულია 2004 წლის 19 აპრილს, თეთრიწყაროში. ორგანიზაციის მისიაა მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა მედიის, ტრეინინგების, კონსულტაციებისა და სხვა მეთოდებით მათი გააქტიურებისათვის სოციალური და გარემოსდაცვითი პრობლემების მოსაგვარებლად.
|
|
ქუთაისის საინფორმაციო ცენტრი (ქსც) – არასამთავრობო, საზოგადოებრივ საწყისებზე შექმნილი გაერთიანებაა, რომელიც შეიქმნა 2000 წელს ბრიტანული ორგანიზაცია "LINKS"-ის მხარდაჭერით.
|
|
|
|
|
|