მწვანე ალტერნატივას შენიშვნები აირტურბინული თბოელექტროსადგურის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტის საზოგადოებრივი განხილვისათვის წარმოდგენილი გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის თაობაზე
აირტურბინული თბოელექტროსადგურის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის (გზშ) თანახმად, დაგეგმილი პროექტი ითვალისწინებს ქ. გარდაბანში, თბილსრესის მიმდებარე ტერიტორიაზე 239 მგვტ სიმძლავრის აირტურბინული თბოელექტროსადგურის (შემდგომში – თესი) მშენებლობას და ექსპლუატაციას. გზშ ანგარიშის მიხედვით თეს-ის შემადგენლობაში იქნება: ორი აირტურბინული დანადგარი GTG, ორი თბოაღმდგენი ორთქლის გენერატორი (HRSG), ერთი ორთქლის ტურბინა (STG), ერთი ელექტროგენერატორი ორთქლის ტურბინისათვის. ელექტროენერგიის ქვეყნის ელექტროსისტემაში მიწოდება მოხდება 220 კვ.ელექტროგადამცემი ხაზის მეშვეობით. პროექტის განმახორციელებელია საქართველოს საპარტნიორო ფონდი. გზშ ანგარიში მომზადებულია შპს „გამა კონსალტინგი“ მიერ.
უახლოესი დასახლებული პუნქტი სოფ. ქვემო კაპანახჩი საპროექტო ტერიტორიიდან დაშორებულია 520 მეტრით.