მწვანე ალტერნატივას შენიშვნები და კომენტარები ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მდ. ხედეთურზე დაბალზღურბლიანი კაშხლის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტის საჯარო განხილვისათვის გამოქვეყნებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის თაობაზე – 27 ივნისი, 2014 წ.

    საქმიანობა გულისხმობს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, მდინარე ხედეთურზე დაბალზღურბლიანი კაშხლის მშენებლობას. საქმიანობის მიზანია მდინარე ხედეთურას წყლის რაჭაჰესის სადერივაციო სისტემაში დამატება. პროექტით გათვალისწინებულია დაბალზღურბლიანი კაშხლის, სადერივაციო მილსადენისა და 120მ-დე სიგრძის დაკიდული მილხიდის მოწყობა. საწარმოდან უახლოეს დასახლებულ არეალამდე დაშორება 5კმ-ს აღემატება.  

    პროექტის განმახორციელებელია შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“