მწვანე ალტერნატივას შენიშვნები და კომენტარები ახალციხე-ბათუმის 220 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშსა და განსახლების პოლიტიკის ჩარჩო დოკუმენტზე – 30 ივნისი, 2014 წ.

    დაგეგმილი პროექტი გულისხმობს, ახალციხისა და ბათუმის ქვესადგურების დამაკავშირებელი, ახალციხე-ბათუმის ორჯაჭვიანი 220-კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას. იგეგმება, ასევე, მდინარე აჭარისწყალზე დაგეგმილი 185 მგვტ-იანი შუახევის და 150 მგვტ-იანი კორომხეთის ჰესების გამანაწილებელ ქსელთან მიერთებაც. საპროექტო ელექტროგადამცემი ხაზი გადაკვეთს ახალციხის, ადიგენის, ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის  მუნიციპალიტეტებში შემავალ სოფლებს, ასევე, ქ. ბათუმის ტერიტორიას.  პროექტის განხორციელება დაგეგმილია მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი 60 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხით.