თბილისი-რუსთავის ჩქაროსნული საავტომობილო გზის პროექტი
პროექტი გულისხმობს თბილისი რუსთავის ჩქაროსნული გზის მოდერნიზაციას. პროექტი დაყოფილია 3 ქვეპროექტად:
- პირველი ქვეპროექტი ითვალისწინებს თბილისსა (გულუას ხიდი) და ფონიჭალას დასახლებას (ქვემო ფონიჭალა) შორის არსებული მონაკვეთის მოდერნიზაციას და ამ მონაკვეთზე არსებული 2 ზოლიანი საავტომობილო გზის გაფართოებას 6 ზოლიანად. მოცემული ქვე მონაკვეთის სიგანეა 3.9 კმ.
- მეორე ქვეპროექტი უშუალოდ ფონიჭალის დასახლებას ეხება და ამჟამად დამუშავების პროცესშია.
- მესამე ქვეპროექტი კი ითვალისწინებს ფონიჭალა-რუსთავის 2 ზოლიანი საავტომობილო გზის გაფართოებას 4 ზოლიანად.