ასოციაცია მწვანე ალტერნატივას შენიშვნები და კომენტარები შპს „RMG Gold-ის სალიცენზიო ფართობში არსებული მაგისტრალური გაზსადენის წითელი ხიდი – წალკა – ახალქალაქის განშტოების „საყდრისის“ საბადოს „ყაჩაღიანის“ უბანზე გამავალი მონაკვეთის გადატანის პროექტის საზოგადოებრივი განხილვისათვის წარმოდგენილი გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის თაობაზე – 12 დეკემბერი, 2013 წ.

    დაგეგმილი პროექტი გულისხმობს ბოლნისის მუნიციპალიტეტში, „წითელი ხიდი-წალკა-ახალქალაქი“ მაგისტრალური გაზსადენის ტრასის 63-65კმ მონაკვეთის გადატანას, შპს „RMG Gold“-ის კარიერის ტერიტორიიდან. დაგეგმილი ტრასის სიგრძე – 1247,0 მეტრია, რომელიც გადაკვეთს რამოდენიმე კერძო და სახელმწიფო საკუთრებაში მყოფ მიწის ნაკვეთს.

    პროექტის განმახორციელებელია შპს „RMG Gold“-ი