მწვანე ალტერნატივას კომენტარები და რეკომენდაციები „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“კანონპროექტთან დაკავშირებით

2017 წლის 2 მარტს მწვანე ალტერნატივამ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს წარუდგინა კომენტარები და რეკომენდაციები მის მიერ მომზადებულ კანონპროექტთან „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დაკავშირებით. დოკუმენტში მუხლობრივად არის განხილული კომიტეტის მიერ მომზადებული კანონპროექტი და შეთავაზებულია გარემოსდაცვითი თვალსაზრისით უკეთესი ალტერნატივები.

მწვანე ალტერნატივა ითხოვს, რომ კომიტეტმა განიხილოს აღნიშნული წერილი და საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტი წარადგინოს მათი გათვალისწინებით.