შენიშვნები და კომენტარები თბილისი - რუსთავის საავტომობილო გზის ფონიჭალას მონაკვეთის (მე-2 მონაკვეთის) პროექტის საჯარო განხილვისათვის გამოქვეყნებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის თაობაზე

    თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზის ფონიჭალას მონაკვეთის (მე-2 მონაკვეთის) პროექტი ითვალისწინებს თბილისი რუსთავის ჩქაროსნული საავტომობილო გზის მშენებლობას: კერძოდ, 6.8 კმ სიგრძის მქონე მონაკვეთზე (ფონიჭალადან რუსთავამდე) მდ. მტკვრის პირას ახალი საავტომობილო გზის მშენებლობას, არსებული 2-სავალზოლიანი გზის მოდერნიზაციას 4 ზოლამდე.  პროექტის დამფინანსებელია აზიის განვითარების ბანკი. პროექტს ახორციელებს მუნიციპალური განვითარების ფონდი.