მოკლედ ნამოხვანის ჰესის დარღვევებზე
მთავრობამ ნამოხვანის ჰესის[1] კასკადის აშენების გადაწყვეტილება 2015 წელს მიიღო. 2015 წლის 25 დეკემბერს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ დადებითი ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, ხოლო მის საფუძველზე ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ” მშენებლობის ნებართვა გასცა.