მწვანე ალტერნატივა თბილისის სტიქიის შესახებ
კატასტროფის დადგომის შემდეგ, ბუნებრივია, გვაინტერესებს მისი მიზეზები; რატომ გვსურს მიზეზების დადგენა? რას მოგვცემს ამის ცოდნა? ეს უპირველეს ყოვლისა, გვჭირდება იმისათვის, რომ მომხდარიდან გამოვიტანოთ გაკვეთილები და შემდგომში თავიდან ავიცილოთ მსგავსი შემთხვევები; ან, თუ ეს შეუძლებელია, მინიმუმამდე დავიყვანოთ ზიანი.