მანგანუმის მადნის სამსხვრევი საამქროს მოწყობისა და საქმიანობის პროექტი

შპს „ჯეო მაინინგის“ მიერ ჭიათურაში დაგეგმილია მანგანუმის მადნის, ე.წ. „მწვარის“ სამსხვრევი საამქროს მოწყობა. მწვარი მანგანუმის ერთ-ერთი სახეობაა, რომელიც ძნელად გასამდიდრებელ ტექნოლოგიურ ჯგუფს მიეკუთვნება. იგი თითქმის არც ირეცხება, ამიტომ მწვარს გაურეცხავად, დაქუცმაცებული სახით იყენებენ მეტალურგიაში.

ტერიტორია, სამრეწველო ზონაში, მდ.ჯრუჭულას ხეობაში მდებარეობს. საწარმოს ტერიტორიას აღმოსავლეთით ესაზღვრება მდინარე ჯრუჭულა, დასავლეთით საავტომობილო გზა. საწარმოს ტერიტორიიდან ჭიათურა საჩხერის გზატკეცილამდე მანძილი 550 მეტრია.   

პროექტის განმახორციელებელია შპს „ჯეომაინინგი“