არაზუსტი მრიცხველები, ავარიული ქსელები და ენერგოუსაფრთხოების რისკები

რატომ დგას საქართველოს გაზმომარაგების სისტემა სერიოზული გამოწვევების წინაშე?

საქართველოს გაზმომარაგების სისტემას რამდენიმე სერიოზული პრობლემა აქვს: აღრიცხვის სიზუსტე, ქსელის მდგომარეობა და ქვეყნის დამოკიდებულება იმპორტირებულ გაზზე. ვიდეოში სამივე საკითხს დეტალურად მიმოვიხილავთ.

1. რატომ არის არაზუსტი გაზის მრიცხველები?

ვიდეოვლოგში განვხილულია არსებული მოცულობითი მრიცხველების ცდომილების მიზეზებს:

  • ზღვის დონიდან სიმაღლის გათვალისწინების არარსებობა
  • სათანადო კორექტორების არარსებობა

ამის გამო, მხოლოდ თბილისში აღრიცხვის ცდომილება 4–12%-მდე აღწევს გაზმომარაგების კომპანიის სასარგებლოდ.

2. რატომ იზრდება ავარიების რისკი ჩვენს სახლებში?

ვიდეოვლოგში ახსნილია, რა ქმნის ქსელში გაზის წნევის მომატების საჭიროებას და როგორ ზრდის ეს ავარიების რისკს საცხოვრებელ სახლებში.

3. რა გავლენას მოახდენს მასობრივი გაზიფიცირება ენერგოუსაფრთხოებაზე?

საქართველოს ბუნებრივი აირის საკუთარი მარაგები არ აქვს. ამ ფონზე, ვიდეოს ბოლო ნაწილში განვიხილავთ, რა გავლენას იქონიებს მასობრივი გაზიფიცირება ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაზე.