არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პარლამენტს
როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, 2014 წლის 25 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოსთან დაკავშირებული მოვლენების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის საკითხს. კომისიის გამოსაკვლევ საკითხად განისაზღვრა – საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს შესაბამის თანამდებობის პირთა მიერ საყდრისი-ყაჩაღიანთან დაკავშირებით განხორციელებული ქმედების (მათ შორის, ძეგლის სტატუსის მოხსნისა და კომპანია „RMG-Gold”-ის მიერ საბადოს ტერიტორიაზე სამუშაოების ჩატარების საკითხი) შესწავლა. იხილეთ ვრცლად