არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრა საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრებთან

22 იანვარს “მწვანე ალტერნატივა“ გიწვევთ შეხვედრაზე, რომელიც შედგება არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრებს შორის. შეხვედრა გაიმართება 13:00-დან 16:00 სთ-მდე, სასტუმროში „ვერე პალასი“ (ქუჩიშვილის ქ. 24/8).

ღონისძიების მიზანს წარმოადგენს პარლამენტის კომიტეტის წევრებისთვის გარემოსდაცვით სექტორში არსებული პრობლემური საკითხებისა თუ გამოწვევების შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების ხედვის გაცნობა, ასევე, თანამშრომლობის სამომავლო გეგმებსა და ფორმებზე შეთანხმება.

სხვა საკითხებთან ერთად, შეხვედრაზე განიხილება:

  • საზოგადოების მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
  • გარემოსდაცვითი მართვის ინსტრუმენტები – საკანონმდებლო ხარვეზები და მათი პრაქტიკაში გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემები;
  • საქართველოს ტყეების მართვისა და დაცვის პრობლემები;
  • ბუნებრივი რესურსების მართვა;
  • განახლებადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის საკითხები;
  • ენერგეტიკული პროექტები და მათი ზემოქმედება ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე.

მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიდასტუროთ თქვენი მონაწილეობა 2013 წლის 21 იანვრამდე, მისამართზე: ან დაგვიკავშირდეთ ნომრებზე: 229 27 73, 222 38 74.