ფილმი "აფხაზეთის ენერგეტიკა"
სტუდია რეს გადაცემაში წარდგენილია ფილმი აფხაზური დოკუმენტური ფილმების ციკლიდან – „ცხოვრება ობიექტივში”.
ფილმის “აფხაზეთის ენერგეტიკა” ავტორები არიან: მარიანა კოტოვა, ედუარდ არაქელიანი, პავლე კაკალია.
სოხუმელი ჟურნალისტების ფილმში “აფხაზეთის ენერგეტიკა” ნაჩვენებია, თუ რა პრობლემებია დღევანდელი აფხაზეთის ენერგეტიკაში და რა მდგომარეობაა ენგურჰესზე – ქართულ-აფხაზური ურთიერთთანამშრომლობის ამ სფეროში.ფილმის კონსულტანტი – ტერეზა ჩერფასი.
აფხაზი ჟურნალისტების მიერ მომზადებული ფილმის წარდგენისას, გადაცემაში მოწვეული მწვანე ალტერნატივას წარმომადგენელი – დავით ჭიპაშვილი საქართველოს ენერგეტიკის ინდუსტრიის პრობლემებსა და გამოწვევებზე საუბრობს. გადაცემის წამყვანი: მამუკა ყუფარაძე.